“გურია ნიუსის” ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე თანამდებობას დატოვებს და ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნება. ეს ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორად მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ირინა ინარიძე დაინიშნა. ახლა მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, ვინ დაიკავებს მარინა ჯაფარიძის თანამდებობას. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სამსახურის უფროსი კულტურის ცენტრის თანამშრომელი მაია თანდილაშვილი გახდება. თავად თანდილაშვილი ამ ეტაპზე ასეთ კომენტარს აკეთებს: _ ვერაფერს გეტყვით. ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ არაფერი ვიცი, _ თქვა თანდილაშვილმა.