(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის “მერცხალმა” ბათუმის “დინამოსთან” წაგების შემდეგ, ხარაგაულის “ჩხერიმელასთან” ითამაშა. დაძაბული თამაშის შემდეგ 3:1-ით ოზურგეთელმა ფეხბურთელებმა მოიგეს და მეორე ადგილზე დაბრუნდნენ. მასპინძლების კარში გოლები სერგო ჩიგოგიძემ (2) და ზაზა ტუღუშმა გაიტანეს.
შემდეგი თამაში 20 ოქტომბერს გაიმართება _ “მერცხალი” სახლში მიიღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფეხბურთელებს. პირველი შეხვედრა “მერცხალს” და “სტუ”-ს შორის 23 აგვისტოს, თბილისში გაიმართა და ფრედ დასრულდა.