https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიძინა ივანიშვილი _ ნაცნობი და უცნობი დეტალები

21:10; 16.10.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს საქართველოში ყველა მასზე საუბრობს _ ზოგი აქებს, ზოგი აძაგებს. ზოგს უყვარს, ზოგსაც მისი იმედი აქვს.

ინტერესი მისი პერსონის მიმართ ყოველთვის დიდი იყო. ქართულ მედიას მასთან ინტერვიუ დღემდე ვერ ჩაუწერია. როგორც ამბობენ, ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება. მისი წარსულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, მედიის წინაშე ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.

მისი უახლოესი გარემოცვა ბიზნესმენის წარსულსა და დღევანდელობაზე საუბარს ერიდება. როგორც ამბობენ, ამის შესახებ გაფრთხილება ბიზნესმენმა მათ დიდი ხნის წინ მისცა. ბიზნესმენის ძმა, ადიკო ივანიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ძმაზე საჯაროდ საუბარი არ სურს, თუმცა, აღნიშნავს რომ იგი ძალიან მოსიყვარულე და გულისხმიერი ადამიანია:

_ ბიძინაზე კონკრეტული კომენტარები არ არის საჭირო. ნახეთ მისი გაკეთებული საქმეები საქართველოში. არც ერთ შემთხვევაში ფინანსური დაინტერესება არ ჰქონია. მასზე წარმოდგენის შექმნა, მის მიერ გაკეთებული საქმეებით ძალიან ადვილია, _ აღნიშნა ადიკო ივანიშვილმა.

ივანიშვილი და ბიზნესი

ბიძინა (ბორის) ივანიშვილი დაიბადა 1956 წელს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა”.

მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო _ ჯერ არმინირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.

1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ, კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ კონგში. 1990 წლისთვის, ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო. რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით მან და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი “როსკრედიტი”. ბანკი წარმატებული იყო და ფართო ქსელი ჰქონდა 1998 წლამდე, როდესაც ის ლამის გაკოტრდა.

ივანიშვილის სრულ ან ნაწილობრივ საკუთრებაშია: უძრავი ქონებისა ჰოლდინგ-კომპანია “მეტალოინვესტი”, სააფთიაქო ქსელი “ექიმი სტოლეტოვი”, “რუსული კრედიტი”, “იმპეკსბანკი”, “ინტერფინდ ტრეიდი”, “სტოილენსკის ნივა”, “ტიაჟმეხპრესი”, “რტი-კაუჩუკი” რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, “ერკაფარმა”, სადაზღვევო კომპანია “რკ გარანტი”, სასტუმროები “მინსკი” და “ცენტრალური”, სატრანსპორტო კომპანია “წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი”; საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია “თოლია”, “ქართუ ჯგუფი”.

ბიძინა ივანიშვილი 2000 წლიდან სან მარინოს საპატიო კონსულია საქართველოში.

ივანიშვილის სახელს უკავშირდება სათხილამურო კომპლექსის “ბაკურიანი 2”-ის მშენებლობა, მარჯანიშვილის თეატრის რეკონსტრუქცია, ტელეკომპანია “მე-9 არხი”, აკვაპარკი “ციცინათელა”, სამების საკათედრო ტაძარი…

ივანიშვილი და პოლიტიკა

2011 წლის 5 ოქტომბერს “ქართუ ჯგუფმა” გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა.

12 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, რომლის საშუალებითაც მიმართავდა ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ბიძინა ივანიშვილი “ფორბსის” მონაცემებით, დღეს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 179-ე ადგილზეა _ მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მან ფინანსური იმპერიის შექმნა 1990 წელს დაიწყო, როდესაც ბანკი “რასიისკი კრედიტი” დააფუძნა. გარდა ამ ბანკისა, ივანიშვილი რუსეთში ფლობს “დოქტორ სტოლეტოვის” სააფთიაქო ქსელს, სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს და მშენებარე ობიექტებს. კიდევ ბევრი სხვადასხვა ცნობილი ბიზნესის მეწილეა, მათ შორის “გაზპრომის”, “ლუკოილის” და ა.შ.

“ფორბსის” ინფორმაციით, ბიზნესმენის ინტერესების სფეროში კულტურას დიდი ადგილი უკავია. კერძოდ, მან საბაზრო ღირებულებაზე ძვირად შეიძინა პიკასოს ტილო და რამდენიმე თანამედროვე მხატვარის ნამუშევარი.

“მე არასოდეს მიფიქრია, რომ მე ჩემი სიმდიდრით ვინმეზე, მატერიალურად თუნდაც ხელმოკლე ადამიანზე, რაიმეთი მეტი ვარ”, _ აცხადებს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში.

“გურია ნიუსმა” საკუთარი წყაროებით ბიზნესმენის შესახებ რამდენიმე ინფორმაციის მოძიება შეძლო: ივანიშვილმა ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. მამამისი მარგანეცის ქარხანაში მტვირთავი მუშა იყო. მის ოჯახს თავისთვის ფუფუნების უფლება არასდროს მიუცია. იყო შემთხვევები, როდესაც დღეს უკვე ცნობილი ბიზნესმენი, სკოლაში შელახული ფეხსაცმელებით დადიოდა და ზამთარში თბილი პალტოც კი არ ჰქონდა.

როგორც ივანიშვილის ახლობლები გვიყვებიან, ბატონ ბიძინას შრომა არასდროს ეთაკილებოდა და ერთი პერიოდი ქარხანაში დამლაგებლად მუშაობდა, ამ ყველაფერს კი სწავლას უთავსებდა. ეკონომიკურ გაჭირვებას მისთვის ხელი არ შეუშლია, წარმატებით ესწავლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ყოველგვარი პროტექციის გარეშე, ქრთამის გარეშე მოხვედრილიყო.

რამდენიმე თვის განმავლობაში, ივანიშვილი მოსწავლეებს ფიზიკაში ამზადებდა და ამაში მცირეოდენ გასამრჯელოს იღებდა, რაც დედაქალაქში თავის გატანაში ეხმარებოდა.

გულახდილობით არასდროს გამოირჩეოდა და საზოგადოებას ხშირად გაურბოდა. დღემდე არ გადაუხდია დაბადების დღე. როგორც გვეუბნებიან, თარიღების პომპეზურად აღნიშვნა ძალიან არ უყვარს.

მეზობელი სოფლის მკვიდრი გოგონა 16 წლის ასაკში შეყვარებია, რომელიც 1990 წელს ცოლადაც მოიყვანა და იმ დროისთვის მეფური ქორწილი მშობლიურ სოფელში გადაიხადა.

2004 წელს, საქართველოში დაბრუნებულმა ივანიშვილმა, სოფელში დიდი ბანკეტი მოაწყო, სადაც ყველა მისი თანაკლასელი დაპატიჟა, წვეულების ბოლოს კი მათ ავტომანქანების გასაღებები დაურიგა, რამდენიმე მათგანს კი სახლიც უყიდა.

ივანიშვილს სოფლის სახლში ზოოპარკი აქვს, სადაც ზებრებს და ფარშევანგებს უვლის, ეზოში გაკეთებულ ხელოვნურ ზღვაში კი პინგვინები ჰყავს. რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ბაღში სხვადასხვა სახის ხეხილი, ყვავილები და ეგზოტიკური მცენარეები აქვს გაშენებული, რომელთა მოსავლელად მებაღე საფრანგეთიდან ჩამოიყვანა.

_ როდესაც გაბრაზებულია, ბაღში განმარტოებას არჩევს. მას ძალიან უყვარს მცენარეების მოვლა, ცხოველების საკუთარი ხელით გამოკვება, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მისი ახლობელი.

ახლო მეგობრის თქმით, ივანიშვილი ძალიან პრინციპული ადამიანია და მოღალატეებთან ყოველთვის დაუნდობელია. როგორც გვიყვებიან, გარემოცვის რამდენიმე უახლოესი წევრი “ფულის მოტეხვის” გამო სამუდამოდ მოიცილა.

ბიზნესმენის ოჯახის წევრები ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან, თუმცა, ივანიშვილი მათ მუშაობასაც სთხოვს.

საკუთარ ძმას, გურიაში მისი საქმიანობის ზედამხედველობა დაავალა. ადიკო ივანიშვილი შვილთან, რამაზთან ერთად რამდენიმე წელია შეკვეთილში ცხოვრობს და ყოველთვიურად საკმაოდ მაღალი ხელფასი ეძლევა, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ათეულ ათას ლარს აჭარბებს (აღსანიშნავია, რომ ადიკო ივანიშვილი 90-იან წლებში გაიტაცეს და მილიარდერს მის გამოსასყიდად ძალიან ბევრს ფულს სთხოვდნენ. როგორც ამბობენ, ძმის სიცოცხლე ივანიშვილს რამდენიმე მილიონი დაუჯდა, რომელიც ქართულ სპეცსამსახურებს გადაუხადა).

შეკვეთილში ბიზნესმენს რამდენიმე პროექტი აქვს. ყველაზე მასშტაბური კი აკვაპარკი “ციცინათელაა”, რომელიც გურიის, კერძოდ კი ოზურგეთის ტერიტორიაზეა და გადასახადებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის და არა ქობულეთის, როგორც დიდი ხანია წერს სხვადასხვა მედიასაშუალება. აღსანიშნავია რომ “ციცინათელას” გახსნაზე ივანიშვილი არ გამოჩენილა.

_ ეს არის ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც აუცილებლად უნდა დავაფასოთ. მან სრულიად უანგაროდ, უამბიციოდ ბევრი კეთილი საქმე გააკეთა საქართველოსთვის, _ განაცხადა პარკის გახსნისას მიხეილ სააკაშვილმა.

ივანიშვილი შეკვეთილში ყოველ წელს ჩამოდის. მისი ვილის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერებია დაყენებული. ღობესთან მისული გაიგონებთ დაცვის სამსახურის ხმას: _ რამე გნებავთ?

ივანიშვილი ყოველთვის ეხმარება რიგით ადამიანებს, ოღონდ მანამდე მათზე ყველანაირ ინფორმაციას აზუსტებს:

_ როცა მას დახმარებას სთხოვენ, აუცილებლად ეხმარება, ოღონდ ინფორმაცია იმ ადამიანზე ყოველთვის აქვს, რადგან სიყალბე, რომელსაც ვერ იტანს, გამორიცხოს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ივანიშვილის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ბიზნესმენი “ციცინათელას” ოჯახთან ერთად ხშირად სტუმრობს. ბილეთების რიგში ჩვეულებრივი მოქალაქეების მსგავსად დგება, თუმცა, იქვე მყოფი მისი დაცვა კატეგორიულად კრძალავს ფოტოების გადაღებას.

ბიზნესმენთა წრე, რომელთანაც ივანიშვილი ურთიერთობს, საკმაოდ მწირია, თუმცა, არსებობენ გამონაკლისები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს მიხო სვიმონიშვილთან, თუმცა, ეს უკანასკნელი ამბობს, რომ ცნობილ ბიზნესმენთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

იმ დროს, როცა მიხო სვიმონიშვილი გურიის გუბერნატორი იყო, აქტიურად განიხილებოდა ივანიშვილის მიერ ბახმაროში ინვესტიციების ჩადების საკითხი:

_ იყო ამაზე საუბარი, თუმცა, ივანიშვილი ბახმაროში არ ჩამოსულა, _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას სვიმონიშვილმა

როგორც ჩვენმა გაზეთმა მოიკვლია, როდესაც ივანიშვილს უთხრეს, რომ ბახმაროს განვითარებისთვის იქ მდგომი კოტეჯების აღება იყო საჭირო (ამას ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებდა), ივანიშვილმა ინვესტიციაზე უარი თქვა. საკმაოდ სარწმუნო წყაროს ცნობით, “ცენტრი” ბევრს ეცადა დაემტკიცებინა მეცენატისთვის, რომ კურორტის კერძო სახლებისგან “გასუფთავება” პრობლემებს არავის შეუქმნიდა, რადგან იქ ყველაფერი უკანონო იყო. ივანიშვილს პირადად უთქვამს სააკაშვილისთვის, რომ არ დაუშვებდა რომელიმე ოჯახი დაზარალებულიყო. რა მოხდა შემდგომ, არავინ იცის. ფაქტია, რომ ბიზნესმენი ბახმაროთი აღარ დაინტერესდა და უფრო მეტიც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაფინანსებაც შეუწყვიტა.

_ არ მინდა, საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას, რომ, მოვედი მე, ვიღაც უცოდველი კრავი, რომელიც სხვებს განიკითხავს და მორალს უკითხავს. ეს ასე არ არის _ მეც ბევრი შეცდომა დამიშვია და ბევრჯერ შემშლია, რაც ხმამაღლა მიღიარებია და საკუთარი თავი გამიკიცხავს, _ აღნიშნულია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაში.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14 სექტემბერი, 2026

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს ოზურგეთი მასპინძლობს

ალეგრობა ოზურგეთში

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო