(ინტერპრესნიუსი) _ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.
პრესსამდივნოს ინფორმაციით, ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელს ვალერი ლევინს საქართველოში ის დოკუმენტაცია ჩამოჰქონდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა რუსეთის საკონსულოსგან ოფიციალურად გამოითხოვეს.
“პირადობის მოწმობა, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა საგადასახადო ორგანოდან და საცხოვრებელი ადგილიდან ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს ბიზნესმენისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურისთვის სჭირდებოდათ. ვალერი ლევინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით საათნახევრის წინ დააკავეს”, – განმარტავს ივანიშვილის პრესსამდივნო.
არსებული ინფორმაციით, ლევინი ამ დროისთვის მოდულის შენობაშია გადაყვანილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved