(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ რედაქციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ ლანჩხუთი-ოზურგეთის ახალგახსნილი გზის მიმდებარედ შექმნილი სიტუაციის გამო: _ იქნებ, გაგვირკვიოთ _ გზის მშენებლობა დასრულებულია, თუ ისევ აპირებენ გაგრძელებას? ძალიან კარგია, რომ ასეთი გზა გაკეთდა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით იქვე, მაგისტრალის პირას მცხოვრებნი _ არხები არ გაუკეთებიათ და წყალი ჭიშკართან ჩამოგვდის, ეზოში “ვალინკების” გარეშე ვერ შევდივართ. რომ გაწვიმდა, საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, _ გვითხრეს მათ.
იმედია, ლესელების ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურებიან.