(გურია ნიუსი) _ ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა მოგვაწოდა: _ მე ძალიან მადარდებს ციტრუსების ჩაბარების პერიოდი. 15 ნოემბრისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია თავად ჩამოვა გურიაში, ყველა პრობლემით დაინტერესდება და პირად კონტროლზე იქნება აყვანილი ყველა ის კილოგრამი ციტრუსი, რომელიც მოიწევა გურიის ბაღებში, _ აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, ციტრუსის რთველი მოსახლეობისთვის კომფორტულად ჩაივლის: _ რასაც ჰქვია ვერჩაბარება, არგასაღება, თანხის დროულად არმიღება და აშ. არ მოხდება. ამისთვის უშუალოდ მინისტრისგან გვაქვს პირობა მიღებული. მე ვიცი, რომ მას ამბიციური გეგმები აქვს და თავად გეტყვით ამ გეგმების შესახებ, _ გვითხრა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ორშაბათს, ოზურგეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისთვის საწარმო გაიხსნება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან. თუმცა, ნიკოლაიშვილმა ამ თემის დაკონკრეტება არ ისურვა და ორშაბათისთვის სათქმელად გუბერნატორს დაუტოვა.