(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 5 ნოემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა დაბის ქუჩები დაგავეს. გამგებლის ლელა იმედაშვილის თქმით, ჩოხატაური ყველასია და მასზე ყველამ თანაბრად უნდა იზრუნოს. გამგებლის განმარტებით, ასეთი სახის დასუფთავების აქციები მომავალშიც მოეწყობა.