(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც ცნობილი გახდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებს იურისტი დაუნიშნეს.
_ 1 ნოემბრიდან, სკოლებს იურიდიულ მომსახურებას იურისტი, მიხეილ შილაკაძე გაუწევს. მან გაიმარჯვა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, _ უთხრა “გურია ნიუსს” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა ინარიძემ. მისივე თქმით, ეს ერთი იურისტი მოემსახურება მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საჯარო სკოლას, როცა მათ რაიმე დასჭირდებათ იურიდიული კუთხით: _ ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, სად იქნება იურისტის ძირითადი სამუშაო ოთახი. მანამდე, ალბათ, ჩვენთან, რესურსცენტრში იმუშავებს, _ თქვა ირინა ინარიძემ.