(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ რამდენიმე დღის წინ, საბავშვო ბაღების გათბობის მდგომარეობით დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ დაბა ჩოხატაურის ბაღებში სწორედ იმ დღეს დაამონტაჟეს ერთხელ უკვე დამონტაჟებული გათბობის სისტემა და რადიატორები საგრძნობლად თბილი იყო, მაგრამ მეორე დღეს, როგორც მშობლებმა გვითხრეს, ბავშვები სიცივეში ისხდნენ. შემდეგ ღუმელები დადგეს მხოლოდ პატარა ასაკის ბავშვებისთვის და ვინაიდან შეშა არ ჰქონდათ, მშობლები სახლიდან ეზიდებოდნენ. არადა, როგორც თავიდან გვითხრეს, ყველაფერი წესრიგშია _ გამოცხადებულია ტენდერი და 15 ნოემბერს შეშა ყველა საბავშვო ბაღს ექნებოდა, თუმცა, ამ დღეს შეშა საბავშვო ბაღების უმრავლესობას არ ჰქონდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved