(გურია ნიუსი, იზურგეთი) _ 19 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში ჩატარდა მეშვიდე რესპუბლიკური ფესტივალი-კონკურსი _ “ჩემი ხატია სამშობლო”, რომლის ორგანიზატორი იყო “საქართველოს მუსიკალური საზოგადოების” აჭარის რესპუბლიკური გამგეობა.
ფესტივალ-კონკურსში მონაწილე 37 ანსამბლს შორის (როგორც ცეკვის, ასევე საესტრადო და ფოლკლორული სიმღერების), იყო ოზურგეთის კულტურულ ცენტრთან არსებული ქართული ხალხური ინსტრუმენტული ანსამბლი “ედელვაისი”, რომელსაც გიორგი ჩიხლაძე ხელმძღვანელობს.
“ედელვაისმა” შეასრულა ორი სიმღერა _ მთიულური პოპური და იქსი (ავტორი ი. ჩიხლაძე), ანსამბლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და საბოლოოდ, პირველ ადგილზე გავიდა. “გრან-პრი” აიღო ქუთაისის ფოლკლორულმა ანსამბლმა, ხოლო მეორე ადგილი ზესტაფონის ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს ხვდა წილად.