(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი მატჩი გამართა საკუთარ მოედანზე და ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა _ წალენჯიხის “სქურს” 2:1 მოუგო. ჩვენებურთაგან გოლები კობახიძემ და კვერენჩხილაძემ გაიტანეს. განსაკუთრებით გამორჩეული პირველის გახლდათ _ მობურთალმა პირდაპირ კუთხურიდან “ჩაახვია” და გაიტანა. ამ მოგებით “გურიამ” კიდევ უფრო გაიმტკიცა საპლეიოფო მდგომარეობა და დარჩენილ სამ შეხვედრაში ერთი მოგებაც ჰყოფნის, რომ კონკურენტებზე არ იყოს დამოკიდებული. მორიგ მატჩს ჩვენებურები თბილისში “აიეტთან” გამართავენ. შეგახსენებთ, რომ “სულორთან” წარუმატებლობის შემდეგ, გუნდი 5 ფეხბურთელს, მათ შორის ლიდერებს დაატოვებინეს.