(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკის _ შპს “ადითის” მედპერსონალის შესახებ, რომლებიც სახელფასო დავალიანების გამო გაიფიცნენ და პაციენტების მიღებაზე უარი განაცხადეს. მაშინ გაფიცულებს შეჰპირდნენ, რომ ორშაბათისთვის (28 ნოემბერი) აღნიშნული პრობლემა გამოსწორდებოდა. შეპირებული დროისთვის მედპერსონალმა ხელფასები მართლაც მიიღო, თუმცა, საავადმყოფოში მომუშავე მედდების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ მათ ოქტომბრის ხელფასი 20 ლარით ნაკლები აიღეს. მათი თქმით, “ადითის” ხელმძღვანელებმა ოქტომბრიდან ხელშეკრულებები შეცვალეს და საავადმყოფოში ჯერ კიდევ ბევრი რამეა მოსაგვარებელი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved