(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, სულ მალე, გურიის პენსიონერთა კავშირი დაფუძნდება, რომელსაც სათავეში არასაპენსიო ასაკის ადამიანი ჩაუდგება. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ საკითხზე ახლახან საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებში იმსჯელეს, თუმცა, ჯერ დაზუსტებული არ არის, როდის დაინიშნება მუნიციპალური თუ რეგიონული ხელმძღვანელი: _ სავარაუდოდ, ეს წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. პენსიონერთა ახალგაზრდა ხელმძღვანელს ხელფასი 300 ლარი ექნება, _ ამბობს ჩვენი წყარო.
საზოგადოებაში ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი მოახლოებული არჩევნებისთვის პენსიონერთა ხმების ორგანიზების საქმეს ემსახურება.