(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ პროექტის “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში, 9 დეკემბერს, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი, კახა კოჩივარი და ახლად დანიშნული პროკურორ-სტაჟიორი, ირაკლი მინაშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრებ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახს ციტრუსის მოკრეფასა და დაბინავებაში, ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაეხმარნენ.
კახა კოჩივარი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოჯახის შერჩევაში მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარა: _ “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ მრავალი ღონისძიება ჩაატარა. ამჯერად გადავწყვიტეთ, სოფელ ნატანებში, შველიძეების, ოჯახს მოსავლის აღება-დაბინავებაში დავხმარებოდით. ჩვენთან ერთად იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
პროკურორი აქტიურ მოსწავლეებს ქალაქ ბათუმში ექსკურსიის მოწყობას შეჰპირდა.