https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

5 მილიონიანი ბიუჯეტი, შემცირებული ხარჯები და გაზრდილი ხელფასები

3:12; 19.12.2011
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. დაახლოებით 2 საათის მანძილზე, ლანჩხუთის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე და მასში ასახულ სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ ღონისძიებებზე მსჯელობდნენ. საკრებულოს სხდომამ, რომელსაც 23 დეპუტატი ესწრებოდა, საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა და წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღებას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. მხოლოდ ერთი დეპუტატი, ოპოზიციონერი მაკა კვირკველია იყო გამონაკლისი _ მან ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

საკრებულომ წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცების გარდა, გუშინწინდელ სხდომაზე 12 საკითხი განიხილა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო 6 საკითხი, რომელიც სხვადასხვა საკითხებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შეეხებოდა რეკორდულად მცირე დროში _ 3,5 წუთში განიხილეს.

_ ზამთრის პირობაზე, გარეთ საკმაოდ კარგი ამინდია. ვფიქრობთ, ნაყოფიერი დღე გვექნება. დღეს ბიუჯეტის დამტკიცება მოგვიწევს. წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე მუშაობა აპრილში დავიწყეთ. აგვისტოში ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმდა პარამეტრები. საკრებულოს ხუთივე კომისიამ განიხილა წარმოდგენილი პროექტი და მათ მიერ შესაბამისი დასკვნებიც იქნა წარმოდგენილი. ბიუჯეტში არ არის მოცემული ინფრასტრუქტურის და სოფლის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები. ამ თანხების რაოდენობა იანვარში გახდება ცნობილი, როდესაც მთავრობა მიიღებს შესაბამის განკარგულებას და ბიუჯეტში აისახება, მაგრამ ამისთვის მოგვიწევს ცვლილებების შეტანა. ჩემი აზრით, 2012 წლის ბიუჯეტი უფრო პროგრამული იქნება, ვიდრე წელს გვქონდა. ალბათ, 2013 წლიდან გვექნება ვალდებულება, რომ ბიუჯეტი სრულად პროგრამული იყოს, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ.

როგორს სხდომაზე ითქვა, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი გარკვეულ მუხლებში შემცირებული იქნება. სატელეფონო, ინტერნეტ მომსახურების, საწვავის ხარჯები მცირდება. საბანკო მომსახურების ხარჯი კი აღარ იქნება.

2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 5 241 600 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯები 5 167 570 ლარით. აქედან ხელფასებზე 1 169 530 ლარი დაიხარჯება, რაც გასულ წელთან (1 052 300 ლარი) შედარებით გაზრდილია!

ბიუჯეტიდან 189 890 ლარი ლარი ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯებს მოხმარდება. როგორც საკრებულოს პირველმა პირმა თქვა, გასულ წელთან შედარებით თანხა შემცირებულია. ოფისის ხარჯებისთვის მომავალ წელს 315 840 ლარი დაიხარჯება, გასულ წელს კი ამისთვის 331 820 ლარი აითვისეს.

დასუფთავების კუთხით 300 560 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარებაც შედის. გარე-განათების მოვლა-პატრონობაზე 61 ათასი ლარი დაიხარჯება; 692 950 ლარია სკოლამდელი საგანმანათებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტი; სპორტის ცენტრს 225 ათასი ლარი გამოეყოფა; უფასო სასადილოსთვის 60 ათას ლარს გაითვალისწინებენ; საფეხბურთო კლუბ “გურიას” 300 ათასი ლარით დააფინანსებენ.

როგორც სხდომაზე ითქვა, 2012 წელს, ცენტრალური ბიუჯეტიდან 647 ათასი ლარი გამოიყოფა, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების ნაწილის რემონტზე დაიხარჯება.

საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი მუხლობრივი განხილვის შემდეგ დაამტკიცა. ამის შემდეგ ტრიბუნასთან საფინანსო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია მივიდა, რომელმაც 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მანვე დეპუტატებს უთხრა, რომ როდესაც ბიუჯეტი კეთდება, მას თან ახლავს სამწლიანი გეგმა, რომელიც პრიორიტეტულად განიხილება: _ ამჯერად 2012-2015 წლების გეგმა გვაქვს, რომლის გასახორციელებლად დაახლოებით 18 მილიონი ლარი იქნება საჭირო, _ თქვა ლანჩხუთის მთავარმა ფინანსისტმა.

ამის შემდეგ შესყიდვების გეგმა და სოციალური პროგრამები დაამტკიცეს. განსაკუთრებული ყურადღება ამ ბოლო საკითხმა მიიქცია. როგორც ითქვა, 2012 წელს სოციალური კუთხით მხოლოდ 390 ათასი ლარი დაიხარჯება;

დაქვეითებული მხედველობის მქონე პირთა დახმარება (მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 ადამიანი ყოფილა) 4 200 ლარი იქნება; სტიქიური უბედურების შედეგების აღმოსაფხვრელად 50 ათასი ლარი გამოიყოფა; მრავალშვილიანი ოჯახები დახმარებას 30 ათასი ლარი მოხმარდება; მეორე სამამულო ომის ვეტერანებისთვის 8 000 ლარია გათვალისწინებული (როგორც სხდომაზე ითქვა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 70 ვეტერანია) _ ამ თანხაში შედის, როგორც 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს ერთჯერადი დახმარების გაცემა, ასევე გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი _ 250 ლარის ოდენობით; ბავშვთა ცენტრ “იავნანას” გადაეცემა 10 ათასი ლარი, პოლიციელთა ერთჯერადი დახმარებისთვის კი 2 100 ლარს გამოყოფენ. ეს ეხება იმ პოლიციელთა ოჯახებს, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ასევე ცვლილებები იქნება ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარების პროგრამაში (ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში 34 ოჯახია) _ მათთვის 27 400 ლარს გაითვალისწინებენ. აქედან, 50-50 ლარს თითოეული ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს, ხოლო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი დახმარების სახით 200-200 ლარი გადაეცემათ. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში გიორგობა წელიწადში ორჯერ _ 6 მაისს და 23 ნოემბერს აღინიშნება, თუმცა, სხდომაზე არ დაუკონკრეტებიათ, რომელ გიორგობას მოხდება თანხის გადაცემა; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისთვის ბიუჯეტში 14 ათასი ლარია გათვალისწინებული; 100 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის 2 000 ლარს გაითვალისწინებენ; მშობიარობის თანადაფინასებისთვის 30 ათასი ლარია გამოყოფილი; 15 ათას ლარს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო ხარჯებისთვის გაითვალისწინებენ; 3-18 წლამდე ბავშვების ოპერაციებისთვის _ 20 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფისთვის _ 23 ათასი ლარი.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მაკა კვირკველიამ სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავედ ისაუბრა: _ კარგია, როცა სოციალური პროექტებისთვის თანხა იყოფა, მაგრამ აქ მთელი რიგი შენიშვნები მაქვს. ჩვენ გვქონდა წამლების დახმარების პროგრამა _ 100 ლარი ეძლეოდათ მოქალაქეებს. ბევრმა ლანჩხუთელმა ისარგებლა ამ დახმარებით. გამოდის, რომ მომავალ წელს ეს პროგრამა საერთოდ არ გვექნება, რაც ძალიან ცუდია. ასევე აღარ გვაქვს ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომელიც სტიმულის მიმცემიც გახლდათ. ასევე უნდა ვისაუბრო შეშის თემაზე. თანხა, რომელიც ამისთვის არის გამოყოფილი ძალიან მცირეა. წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშის გარეშე დარჩა. მათ განუცხადეს, რომ შეშას მეორე ეტაპზე მოგცემთო. როცა ეს იცოდით, უფრო მეტი თანხა უნდა გაგეთვალისწინებინათ.

როგორც სხდომაზე ითქვა, გასულ წელს შეშით დახმარების კუთხით 15 ათასი ლარი ყოფილა გამოყოფილი, ხოლო მომავალი წელს ეს თანხა 8 ათასით იზრდება: _ საერთოდ, იმდენი განცხადება შემოვიდა, რომ ყველა მათგანს რომ დავეხმაროთ, ალბათ, სოციალური პროექტებისთვის ჯამში გამოყოფილი თანხა არ გვეყოფა, _ განმარტეს უმრავლესობის წევრებმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის შესახებ ისაუბრა (აფხაზავა ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარეა). მისი თქმით, კომისიის მიერ ორჯერ იქნა კონკურსი გამოცხადებული, მაგრამ მისაღები ვარიანტის შერჩევა ვერ მოხერხდა. 5 იანვრიდან გამოცხადდება მესამდე კონკურსი. ნამუშევრების მიღება შესაძლებელი იქნება პირველ თებერვლამდე, ხოლო გამარჯვებული 15 თებერვალს გამოვლინდება. იმედია, რომ მესამე ცდაზე ლანჩხუთის სიმბოლიკა შერჩეული გვექნება.

ამის შემდეგ, რამდენიმე საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და მათი განხილვის შემდეგ, სხდომა მოწვეული სტუმრებისთვის დასრულებულად გამოცხადდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება

17:32; 18 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქსტატი: 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9%-ით გაიზარდა

11:41; 18 სექტემბერი, 2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს

13:18; 17 სექტემბერი, 2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16 სექტემბერი, 2026

შემთხვევა პენსიის მომლოდინეთა რიგში

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა?

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026
ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო