(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღის ცენტრ “იავნანას” ექვსი აღსაზრდელი მონათლეს. ნათლობა აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანემ (ორმოცაძემ) შეასრულა.
სოციალურად დაუცველი ბავშვების ნათლობის იდეა საკრებულოს თავმჯდომარეს, რევაზ ჩიტიძეს ეკუთვნის, რომელმაც იდეა დეპუტატებსა და დღის ცენტრის დირექტორს გაუზიარა. მათ კი ამისთვის მზადყოფნა და თანადგომა გამოხატეს. ნათლიებს შორის იყო პატარა გიორგი კუნჭულია, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
ნათლობის რიტუალის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ნათლულებთან ერთად დღის ცენტრ “იავნანას” ესტუმრნენ და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
რევაზ ჩიტიძემ მიულოცა ბავშვებს გაქრისტიანება, აღნიშნა, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში. ცენტრის დირექტორმა ია მგელაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს გულისხმიერების, თანადგომისთვის და მისი აღსაზრდელების გულის გახარებისთვის.