საჭიროა: 2 კვერცხის გული, 1/2 სუფრის კოვზი. მდოგვის ფხვნილი, 1 ცალი ლიმონის წვენი (ან ცოტა მეტი), 400 მლ. ზეითუნის ზეთი, ზღვის მარილი, შავი წიწაკა.
მომზადება:
1. ოთახის ტემპერატურის კვერცხის გული, წიწაკა და მდოგვი კარგად ასრისეთ.
2. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დაიწყეთ ათქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. წვეთ-წვეთად ჩაუმატეთ ზეთი (პირველი 100 მლ. მართლა წვეთობით), გააგრძელეთ თქვეფა. ჩაამატეთ კიდევ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. თქვეფა არ შეწყვიტოთ. დანარჩენი ზეთი შეგიძლიათ ჩაუმატოთ უწვრილეს ნაკადად. თუ მასა იმდენად გასქელდა, რომ ათქვეფა გიჭირთ, ჩაამატეთ ლიმონის წვენი. თქვეფას აგრძელებთ ნორმალურად სქელი, ნაზი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს უმატებთ წიწაკას დამ არილს გემოვნებით.
თუ მაიონეზის შენახვას მაცივარში აპირებთ, მაშინ აუცილებლად შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი.