(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მანანა ჯინჭარაძის ინფორმაციით, პირველ საჯარო სკოლაში “მომავლის კლასი” კეთდება:
_ პრეზიდენტის მითითებით, სამივე რაიონში კეთდება “მომავლის კლასი”. პირველ სკოლაში უკვე შეირჩა კლასი, რომელიც ყველა საფეხურისთვის იქნება. ოთახში იქნება სმარტბუქი, პრეზენტაციისთვის საჭირო ყველა ახალი ტექნოლოგიით და ამით სარგებლობა ყველა მოსწავლეს შეეძლება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.