“გურია ნიუსის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ლანჩხუთში დაკავებული ოპოზიციონერის ელგუჯა ჩხაიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც მისი თანაპარტიელები ამბობენ, არ არის გამორიცხული, რომ ჩხაიძე გირაოს შეფარდებით გაათავისუფლონ.
ამჟამად ჩხაიძე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ჰყავთ.