https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მინდორში ქარს შევაჩერებთ?! _ ღია წერილი ქალბატონ სანდრა რულოვსს!

2:01; 19.01.2012
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენჯერმე წავიკითხე თქვენეული შეხედულება საქართველოზე და თქვენს პრეზიდენტ ქმარზე: “…ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი… პასუხისმგებლობის გრძნობა აქ ნაკლებია… მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს… თუ ვინიცობაა, მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემისტული თვისებები, მაშინ, მას ამის შესახებ მიუთითებენ…”

ასეთი ინტერვიუ დანიური ჟურნალისთვის მიგიციათ და, ცხადია, ქართველთა უმრავლესობა მას ვერ წაიკითხავდა. ვინც წაიკითხა… წავიკითხე და ტკივილი მომეძალა, რატომ? ამას ქვემოთ ავხსნი.

ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელიო! _ ბრძანა ქალბატონმა სანდრამ და, ამ ხელში ის მიხეილს ხედავს. ამიტომაც მომაგონდა თამაზ ბუთხუზის სიტყვები: “ბედნიერია ის ერი, რომელსაც გმირი არ სჭირდება”.

საქართველოს დღეს გმირი არ სჭირდება, არადა, მიხეილმა თავად შექმნა საკუთარი გმირი და მისი სადიდებელი “ჰიმნიც” შეაქმნევინა. ქვეყნის და სიყვარულის დასაცავად… საჭიროა სულის სიმაღლე! _ ბრძანებს დიდი პიროვნება და ცნობილი მწერალი ლევან გოთუა. აქვს მიხეილს სულის სიმაღლე? არა! და ამის დასტურად უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის თხოვნა-შეგონებას გავიხსენებდი პრეზიდენტისადმი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინა.

ყურად არ იღო ერის სულიერი მამის ხმა! შეიძლება პრეზიდენტის სულიერი სიმაღლის დანახვა?!

ძლიერი ხელი მართლაც აქვს მიხეილს _ ბრძანა, გაიწვდინა ხელი და… რამდენი ახალგაზრდა ჩახოცეს ქუჩებში; ქუჩაში მოკლეს გურამ შარაძე; ქართული გული უსამართლობამ შეუჩერა დიდ პიროვნებას, ზურაბ ქაფიანიძეს; 15 წლის თამარ ყუფარაძე 5 წლით ჩასვეს ციხეში; ავღანეთში ქართველი ბიჭები იღუპებიან; პრეზიდენტის “მოუთოკავი” ბაგის გამო დავკარგეთ ტერიტორიები; ქუთაისში ააფეთქეს მერაბ ბერძენიშვილის “გამარჯვების მემორიალი”. არადა, ერის სულიერ მამას რომ უსმენდეს მიხეილი, მაშინ წმინდა ეფრემ ასურის ეს შეგონება გააზრების საღ საშუალებას მისცემდა: “ღობემორღვეული ბაღი გაითელება და გაჩანაგდება, ამგვარადვე დაღუპავს თავისი სათნოების ნაყოფს ყველა, ვინც არ მოზღუდავს ბაგეთ”.

პასუხისმგებლობის გრძნობა აქ ნაკლებიაო, ბრძანეთ!

ვოვა სიხარულიძეს გავიხსენებ: “სოფელი სავლეს გამოგონილი კანონებით ცხოვრობდა!” _ ამბობს მწერალი. საკუთარი კანონები რომ არ გამოეგონებინა მიხეილს, მაშინ შეძლებდა აღმაშენებლის ძეგლის გადაადგილებას? შლოპანც-კვერცხ-ველოსეპედების ძეგლების დადგმას? თავად აიღო ხელში პასუხისმგებლობა, გამოაცხადა ერთი კაცის მბრძანებლობა, შემოიკრიბა მორჩილი ნაციონალები და… ასე რომ არ იყოს, გამოცხადდებოდა კონკურსები, გათვალისწინებული იქნებოდა ხალხის აზრი, მაგრამ…

თქვენ ფიქრობთ, რომ “ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს”.

თქვენ ხომ ქალი ხართ, რატომ არჩიეთ სიყვარულს შიში? თანაც შიში ღმრთის უნდა გვქონდეს და არა ჩვეულებრივი მოკვდავის, თუ ფიქრობთ, რომ მიხეილი უკვდავებას ეზიარება? არა, ქალბატონო, ცდებით, თუ ასე ფიქრობთ!

მიხეილისნაირი აღგზნებული რეფორმატორი ხალხისთვის სახიფათოა. რატომ? ამის პასუხს აინშტაინი გვაძლევს: “მოაზროვნე ადამიანების მცირე ჯგუფებად ჩაკეტვა, იზოლაცია ასუსტებს ერის ფილოსოფიურ სულს და ხალხი სულიერ სიღატაკემდე მიჰყავს”.

ამ მიზანს არ ემსახურებიან ე.წ. “თავისუფალი ინსტიტუტი” და მისი “კურსდამთავრებულები”. ამ მიზნით არ დაასაჩუქრა გაპრეზიდენტებულმა მიხეილმა პირველკლასელები ზურგჩანთებით, რომლებზეც ჯადოქარი ჰარი პოტერი იყო გამოსახული?

თუ რაიმე ექსტრემისტული თვისება გამოავლინა, მაშინ ამის შესახებ მიუთითებენო, ბრძანეთ!

მაინც რას ნიშნავს ექსტრემისტული თვისებები? სიტყვა ექსტრემისტის ახსნაა ბევრის მთქმელი: “უკიდურესი შეხედულებების მქონე, უკიდურესი ზომების მომხრე”.

რა, არ გამოუმჟღავნებია ეს თვისებები მიხეილს? თავისუფალი სიტყვა, მშვიდობიანი მომხრეები არ მოწამლეს, არ ცემეს, არ მოკლეს, არ დააპატიმრეს მისი “მოღვაწეობისას? ეგებ მითხრათ, რა დააშავა სოსო ჯაჭვლიანმა ციხეში რომ ჩასვეს (თანაც მის მსგავსად, სხვანიც)?

რამდენი უბედურების ჩამოთვლა შეიძლება: უმუშევრობა, სიღატაკე, მათხოვრობა, ხალხის აბუჩად აგდება. რატომ არ მიგაჩნიათ საკუთარი და ერის ღირსების შელახვად, რასაც ქართველები ჩადიან საზღვარგარეთ _ მკვლელობა, ყაჩაღობა?!

მიუთითებენო! ვინ მიუთითებს? მახსოვს ბაბუამისის სიტყვები: ამ ბოლოს მიხეილი აღარ მისმენსო(?!). მაინც ვინ მიუთითებს _ მისი პრეზიდენტობისას გამდიდრებულნი თუ პირადი ტელევიზიები?!

ვისაც ეთქმის და ამბობს, სიცოცხლეს უსწრაფებენ, აშანტაჟებენ…

ვინ შეაჩერებს მიხეილს! მინდორში მოთარეშე ქარის შეჩერება ვის ძალუძს?

“კაცთა შორის მაღალ, საძაგელ არს წინაშე ღმრთისა”.

ჩვენს ერს, ღმრთისმშობლის შეწევნით, უფალი ღმრთის წყაროდან მისცემს წყალს.

დიახ, ეს დრო დაგვიდგება! მანამდე კი მინდვრად ქარი იქროლებს!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

მორიგი ყაჩაღობის საქმე გაიხსნა

ლანჩხუთის სტადიონის რეკონსტრუქცია მალე დაიწყება

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის აანთებენ ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს

14:11; 17.12.2025
საზოგადოება

შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული თარიღი იცვლება

12:27; 17.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება ჯარიმები და საურავები

12:23; 17.12.2025
სამართალი

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ 63 პირს ბრალი წარედგინა

11:57; 17.12.2025
საზოგადოება

“რით ვანუგეშოთ, ბიჭო, შენი დედ-მამა”_ კიდევ ერთი დამადუმებელი ამბავი ჩვენს პატარა ჩოხატაურში”

11:49; 17.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

10:41; 17.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

10:37; 17.12.2025
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წავიკითხოთ

10:03; 17.12.2025
საზოგადოება

ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღევანდელ სესიაზე უნდა დაამტკიცოს

9:48; 17.12.2025
ზაფრანი

ვინ არ იცის უკან დახევა

9:45; 17.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო ორგანიზატორული უნარებით დაჯილდოებული ადამიანები

9:44; 17.12.2025
ზაფრანი

ვის არ უნდა გამოუტყდეთ სიყვარულში პირველი

9:43; 17.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

9:27; 17.12.2025
საზოგადოება

როგორია ხელფასები რეგიონების მიხედვით

18:33; 16.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

18:21; 16.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო