(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 2011 წლის ბოლოს, ხელფასის მიუღებლობის გამო, შპს “ადითის” თანამშრომლები გაიფიცნენ, რასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისა და პოლიციის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაფიცვიდან რამდენიმე დღეში, “ადითის” თანამშრომლებმა, ორი თვის შრომითი ანაზღაურება მიიღეს. მაშინ მათ შეჰპირდნენ, რომ იანვრიდან ყველაფერი დარეგულირდებოდა, მაგრამ იანვარში პრობლემის მოგვარების ნაცვლად, 22 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, რამდენიმე მედდამ თავად დატოვა შპს “ადითი”. თუ ასე გაგრძელდა, ჩოხატაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკა მედპერსონალის გარეშე დარჩება და ისედაც შეჭირვებულ ჩოხატაურელებს სხვაგან მოუწევთ მკურნალის ძებნა.