მჟაუნა ასტიმულირებს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის მუშაობას, აჩერებს სისხლდენას, ამცირებს ტკივილს. ფესვებს და ნაყოფს აქვს შემკვრელი, ფოთლებს კი _ ანტიტოქსიკური, ანტისეპტიკური და ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება.
მოხარშეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზი ფესვები და ნახევარი ჩაის კოვზი ნაყოფი. გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
1 სუფრის კოვზ მჟაუნას დაჭრილ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა წყალი. ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. დატოვეთ 2 საათით. გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ფესვებისა და ნაყოფის (თესლის) ნახარში შეიძლება შეიზილოთ რევმატიზმისა და წელის არეში ტკივილის დროს.