(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ჭირვეულობს და ამინდიც ცუდია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პრობლემა არ შექმნიათ: _ საბავშვო ბაღები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ყველა ბაღში არის წყალი, შუქი, არსად არ გვაქვს გათბობის პრობლემა, _ გვითხრა სსსს დაწესებულება “მომავლის” დირექტორმა, ნინო ბარამიძემ.