ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანადაფინანსებით, ახალი სასწავლო წლიდან, მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას გეგმავს. ამავე ცენტრის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა შარაძის თქმით, 106 პედაგოგს პროფესიულ ჩვევებში ტრენინგ-სემინარები ეტაპობრივად ჩაუტარდებათ. გადამზადებული პედაგოგები აღსაზრდელთა სწავლებაში ახალი სტანდარტებითა და თანამედროვე ლიტერატურით იხელმძღვანელებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved