https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქართველო თავისუფლების გაუარესებული ინდექსით

6:02; 15.02.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ყველაზე კრიტიკული და მამხილებელი ანგარიში, გასულ წელს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თომას ჰამარბერგმა დადო.

საქართველოს ხელისუფლება და “ვარდების რევოლუციის” გმირები თომას ჰამარბერგისგან მათი მისამართით ასეთ ზღვარგადასულ კრიტიკას ნამდვილად არ ელოდნენ. ევროკომისრის ანგარიშის თითოეული აბზაცი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი კრიტიკა გახლდათ და ისეთ ტერმინთან, რასაც “რეკომენდაციებს” უწოდებენ, საერთო არაფერი ჰქონდა. ჰამარბერგის მითითებები არც აწონ-დაწონილი დიპლომატიური ტონით გამოირჩეოდა და არც მხოლოდ “შეშფოთებული” ევროპის პოზიციას ჰგავდა.

ეს დასკვნა ევროსაბჭოს ვებგვერდზე 2011 წლის 5 ივლისს დაიდო და ქართული მედიის მხრიდან ნამდვილად არ დარჩებოდა უყურადღებოდ, რომ არა ფოტორეპორტიორების საქმე, რომელმაც მაშინ ყველა სხვა მოვლენა გადაფარა.

საქართველოს ხელისუფლებას არც მოგვიანებით გაუკეთებია კომენტარი ევროკომისრის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმულ ისეთ მძიმე შეფასებებზე, როგორიც გახლდათ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ნულოვანი ტოლერანტობის მკაცრი პოლიტიკა და დასჯაზე (და არა გამოსწორებაზე) ორიენტირებული მართლმსაჯულება.

საქართველოს ხელისუფლებას არც 26 მაისის მიტინგის დარბევისას და ჟურნალისტების ცემისას უფიქრია იმაზე, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა.

საერთაშორისო თანამეგობრობისა და გავლენიანი ორგანიზაციების თვალში იმიჯის მკვეთრად ვარდნამ კი, შესაძლოა ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს. მაგალითისთვის ისევ საკუთარი ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ: თავის დროზე, ევროსაბჭო შევარდნაძესაც უჭერდა მხარს და მასაც აძლევდა გრანტებს, მაგრამ როგორც კი დაინახა, რომ რეკომენდაციებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, ვნახეთ რაც მოხდა. დაკარგული თანადგომის აღდგენა კი შემდგომ, ყველაზე გავლენიანი ლობისტების მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” _ 104-ე ადგილზე ჩამოქვეითებული საქართველო

ჯერ კიდევ 2011 წელს, ამ გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არაერთხელ გამოთქვა თავისი შეშფოთება იმ ზეწოლებთან დაკავშირებით, რასაც საქართველოში ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი მედია განიცდიდა.

ორგანიზაცია თბილისში, 26 მაისის დემონსტრაციის დაშლისას ჟურნალისტებზე ძალადობის გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდიც იუწყებოდა: “მოვლენების გაშუქებისას, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეუწყნარებელია. ვუცხადებთ როგორც ხელისუფლებას, ისე – ოპოზიციას, რომ ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თანმდევი მსხვერპლი”.

ორგანიზაცია ასევე აღნიშნავდა, რომ დემონსტრაციის დაშლისას, ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ ჩამოართვეს ან დაუმტვრიეს ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები, ზოგი რეპორტიორი კი უსაფუძვლოდ დააკავეს. მათ მიაჩნდათ, რომ ამ ქმედებების უმეტესობა წინასწარგანზრახული იყო.

“პოლიციამ კარგად იცოდა, რომ ჟურნალისტები იქ იმყოფებოდნენ როგორც რეპორტიორები. ზოგ ჟურნალისტს სცემეს იმის მიუხედავად, რომ ისინი ნათლად იყვნენ იდენტიფიცირებულნი. პოლიციამ ჩამოგლიჯა მათ პრესის მოწმობები. შესაძლოა, დაზარალებული რეპორტიორების სია კიდევ უფრო გაიზარდოს”, _ წერდა თავის ვებგვერდზე ორგანიზაცია.

მიუხედავად ასეთი საგანგაშო სტატისტიკისა, ორგანიზაციის მაშინდელი მონაცემებით, პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება საქართველოში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 178 ქვეყანას შორის მე-100 ადგილზე გახლდათ.

26 მაისის ამბებს მალევე მოჰყვა ე.წ ფოტორეპორტიორების საქმე და ორგანიზაციის კიდევ ერთი განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლებამ იგნორირებით და იმ ცინიკური გადაწყვეტილებით უპასუხა, რომელიც სასამართლომ 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე გამოიტანა.

შედეგად კი მივიღეთ ახალი ანგარიში, სადაც ვკითხულობთ: “ჟურნალისტთა დამცველი ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2011-2012 წლებში პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელს აქვეყნებს. წლევანდელ ანგარიშში საქართველომ მაჩვენებელი 4 საფეხურით გააუარესა და 104-ე ადგილს დასჯერდა. შედეგად, როგორც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, საქართველო აღარ არის მოწინავე ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მას, 77-ე ადგილით, სომხეთი უსწრებს.

ჟურნალისტთა დამცველი ორგანიზაცია აღნიშნულს ასე ხსნის: საქართველო ამ შედეგს მაისის თვეში საპროტესტო აქციის დაშლისა და იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე განხორციელებული ზეწოლის გამო იმკის, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში არიან ეჭვმიტანილნი.”

“ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ _ “ზომიერად თავისუფალი საქართველო”

“ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2012”, რომელსაც ფონდი “The Wall Street Journal”-თან ერთად ადგენს, საქართველოს მდგომარეობა, 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 4 პოზიციით გაუარესდა და 34-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოს უკუსვლა უკავშირდება სასამართლო სისტემის, კორუფციისა და საკუთრების უფლების პრობლემებს. როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რეფორმების მიუხედავად, “მართლმსაჯულება კვლავაც რჩება პოლიტიკური ზეგავლენისა და კორუფციის სამიზნე.” ასევე, წინა წლის რეიტინგისგან განსხვავებით, საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

2011 წელს საქართველო ამ რეიტინგში 29-ე პოზიციაზე იყო, 2010 წელს კი 26-ე პოზიცია ჰქონდა. 2012 წლის რეიტინგის 34-ე პოზიციის თანახმად, საქართველოს ჯამური ქულა 69,4-ია. გასულ წელს ჯამური ქულა 70,4-ს შეადგენდა, იგივე ქულა ჰქონდა საქართველოს 2010 წელს, თუმცა 2011–ში ქვეყნის მდგომარეობა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მაინც გაუარესდა.

“ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, 2011 წელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ბიზნესის თავისუფლების, ფისკალური თავისუფლების, სამთავრობო დანახარჯებისა და შრომის თავისუფლების მიმართულებით გაუარესდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს საკუთრების უფლებებისა და კორუფციისაგან თავისუფლების მიმართულებით, თუმცა ამ უკანაკნელ მაჩვენებელში, 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

“ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მიერ წარმოდგენილი კვლევა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ათ კრიტერიუმს ემყარება, ესენია: ბიზნესის თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, სამთავრობო დანახარჯები, მონეტარული თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება, საკუთრების უფლებები, კორუფციისაგან თავისუფლება, შრომის თავისუფლება.

“ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” შეფასებით, ქვეყნებს, რომლებიც ამ კრიტერიუმების დაჯამების შედეგად 80 და მეტ ქულას დააგროვებენ, “თავისუფალი ეკონომიკის” სტატუსი ენიჭებათ. იმ ქვეყნებს, რომლებიც 70-დან 79,9 ქულა აქვთ, “ძირითადად თავისუფალი” ეკონომიკის სტატუსი ენიჭებათ. 60-დან 69,9 ქულამდე დაგროვების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკა “ზომიერად თავისუფალია.” ქულების რაოდენობა თუ 60–ზე ნაკლებია, ქვეყნის ეკონომიკას “ძირითადად არათავისუფალი” სტატუსი აქვს. 50 ქულაზე დაბლა კი “დახურული” ეკონომიკის სტატუსი მოქმედებს.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო “ზომიერად თავისუფალი ქვეყნების” კატეგორიაში ჩამოქვეითდა.

აღნიშნულ ინდექსს 1995 წლიდან ადგენს “The Wall Street Journal”-ი და პოლიტიკის კვლევის წამყვანი ცენტრი ამერიკაში “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი”.

“ჰუმან რაით უოთჩი” და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი

ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გახლავთ, რომლის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და საქართველოს ხელისუფლების დიდი დოზით კრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ მოექცა.

2012 წლის 22 იანვარს, ზემოხსენებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების შესახებ გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით 2011 წელი არათანაბრად არის შეფასებული. “ჰუმან რაით უოთჩის” ანგარიშის მიხედვით, არაერთ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები უარყოფით კონტექსტშია განხილული.

“ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ყველა იმ შეფასებას, რომელიც ასეთი სახის დოკუმენტებშია ხოლმე მოცემული, მაგრამ ეს ჩვენთვის ყოველთვის საინტერესო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს”, _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე “ჰუმან რაით უოთჩის” 2012 წლის ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა.

მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებით ეცნობა ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს და მათ დაცვას ეხება, იქნება ეს ამ თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული.

“ეს ჩვენთვის ყოველთვის საკმაოდ ღირებული და საინტერესო ინფორმაციის წყაროა. ასევე მნიშვნელოვანი თემაა”, _ განაცხადა მანჯგალაძემ.

“ჰუმან რაითს უოჩის” მიერ წარმოდგენილი თემა კი ასეთი გახლავთ:

1. ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ბრალდებულთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო რეფორმის დაუყოვნებლივ გახორციელებისაკენ მოუწოდებს.

2. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს.

3. ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს, ძირითადად, საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების დასაკავებლად მიმართავენ. “2011 წელს მომზადდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი პროექტი, მაგრამ ივლისში, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კოდექსის ვარიანტი არ აკმაყოფილებს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ნაკისრ ვალდებულებებს” – ნათქვამია “ჰუმან რაითს უოჩის” ანგარიშში.

4. 41-გვერდიან ანგარიშში “ადმინისტრაციული შეცდომა: საქართველოს ადმინისტრაციული პატიმრობის არასრულყოფილი სისტემა” დაწვრილებითაა აღწერილი ის პრობლემები, რომელსაც ბრალდებულს თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უქმნის.

5. ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომები ხშირად ფორმალურად ტარდება და არც ერთი ასეთი სხდომა თხუთმეტ წუთზე მეტ ხანს არ გრძელდება, მოსამართლე კი, როგორც წესი, მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. დაკავებულ პირს ხშირად, ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან დაკავშირების უფლებასაც არ აძლევენ, სასჯელის მოხდა კი ხდება ისეთ დაწესებულებებში, სადაც პირობები ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და 72 საათზე მეტ ხანს ადამიანის გაჩერება რეკომენდებული არ არის.

“ჰუმან რაითს უოჩის” ანგარიში ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირების ადვოკატების, პატიმრობამოხდილი და სასამართლოს მიერ დაჯარიმებული პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობითაა მომზადებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა რესპონდენტი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 31 ადამიანს მიესაჯა 90-დღიანი პატიმრობა, 132 ადამიანს – 60-დღიანი და 343-ს – 30-დღიანი. მაგრამ, დაცვის ისეთი ძირითადი საშუალებები, როგორიცაა, დაკავებული პირისთვის მისი დაკავების მიზეზების განმარტება ან მისთვის ოჯახის წევრების შეტყობინების უფლების მიცემა, უფრო სუსტი ან ბუნდოვანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვიდრე ანალოგიური გარანტიები, რომლებსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირების უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე არც სასამართლო იცავს. სასჯელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის უტოლდება სისხლის სამართლის სასჯელს. ნებისმიერი პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, უნდა სარგებლობდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურებისა და სამართლიანი სასამართლოს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირები სარგებლობენ და თვითნებური დაკავების წინააღმდეგ იგივე გარანტიები უნდა ჰქონდეთ”, – აღნიშნულია უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16 იანვარი, 2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16 იანვარი, 2026

ვინ ამოწმებს ამომრჩეველს?!

ლიტერატურულ კონკურსსაც აცხადებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

“აფეთქების ხმა იყო”- ავტოსახელოსნო იწვის

20:37; 16.01.2026
პოლიტიკა

“არ შეესაბამებოდა სტანდარტებს”- კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს

19:21; 16.01.2026
G-NEWS TV

„მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

18:29; 16.01.2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16.01.2026
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი ვაკეში – ვიდეო ადგილიდან

17:53; 16.01.2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16.01.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:27; 16.01.2026
ფინანსები

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16:35; 16.01.2026
საზოგადოება

გამოიკვეთა თუ არა მყისიერი საფრთხე მყინვარების კვლევის შედეგად

16:30; 16.01.2026
პოლიტიკა

ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა – შედეგები კობახიძეს გააცნეს

16:20; 16.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: გრენლანდიაში დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი შეინარჩუნებს აშშ-სთან არქტიკულ თანამშრომლობას

16:04; 16.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო