გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ქურდობა მოხდა _ ქურდებმა ა. ტ.-ს ოჯახი გაძარცვეს. ამ ფაქტის შესახებ “გურია ნიუსს” ამავე სოფელში მცხოვრებმა ქალბატონმა აცნობა.
ამ ეტაპზე ჩვენ დაზარალებულთან დაკავშირება იმ მიზეზით ვერ მოვახერხეთ, რომ ოჯახის დიასახლისი სახლში არ იმყოფება.
სოფელ ნატანების რწმუნებული, კახაბერ კოპლატაძე “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში ადასტურებს ქურდობის ფაქტს და აღნიშნავს, რომ ძარცვა იმ დროს მოხდა, როცა ოჯახის უფროსი სახლში არ იმყოფებოდა: _ ყაჩაღობა არ ყოფილა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, წაღებულია მხოლოდ ტელევიზორი და როგორც ვიცი, არც თვითმხილველი არსებობს, _ გვითხრა ნატანების რწმუნებულმა.