ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგება დაიწყო. ვაუჩერებს, ამჯერად, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დაარიგებენ. აღნიშნული სააგენტოს უფროსის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ვაუჩერების დარიგება 31 მარტამდე დასრულდება.
_ ელექტროენერგიის ვაუჩერი ყველა ოჯახზეა გათვლილი. დარიგების პროცესი ეტაპობრივად, თბილისიდან და სხვა თვითმმართველი დიდი ქალაქებიდან დაიწყება და 31 მარტამდე 20 ლარი ყველა აბონენტს დაერიცხება, _ აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში შესწორებები შევიდა და ვაუჩერების დარიგების პროცესი პრობლემებს არ შექმნის:
_ პრობლემა, რომელსაც ვაუჩერის დარიგებისას შარშან წავაწყდით და ეს ძირითადად მოქალაქეთა ბაზას ეხებოდა, დღეისთვის აღმოფხვრილია. ჩვენ გვაქვს მილიონ 250 ათასი აბონენტის ბაზა, _ თქვა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში ამოქმედდა ცხელი ხაზი ნომრით _ 2510033, საიდანაც მოქალაქეებს ვაუჩერის მიღებასთან და გამოყენების წესთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.