21 თებერვალს, ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში თხილის სამტვრევ საწარმოს ხანძარი გაუჩნდა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის სახანძრო სამსახურში უთხრეს, შეტყობინება აღნიშნული შემთხვევის შესახებ, 21 თებერვალს, 23 საათსა და 41 წუთზე მიიღეს: “შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ორი ბრიგადა გავიდა. მისვლის მომენტში ცეცხლი უკვე მოდებული ჰქონდა სხვენს და თხილის ბუნკერის ნაწილს. დამწვარია, დაახლოებით, 30 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის ლიკვიდირება 10 წუთში მოხერხდა”, _ გვითხრა ოზურგეთის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ვარდენ რუსიეშვილმა.
ჩვენი ინფორმაციით, განადგურდა 300 კილოგრამზე მეტი თხილი.