(პალიტრა TV) _ “მამაჩემი ბალნეოლოგიურის მფლობელი არა, დირექტორი ნამდვილად არის. ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ამიტომ ვეტყვი მანდატურებს, წაგიყვანენ და ნამდვილ, ხარისხიან ტალახში ჩაგაწვენენ და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა, მაშინ გაგავლით ეს ფანტაზიები _ უთხრა პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიას, რომელიც პრეზიდენტის ნათესავებს კორუფციაში ამხელდა.
პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის დროს დარბაზი დროებით დატოვა, უმცირესობის წარმომადგენლის სიტყვებმა რეაქცია უმრავლესობის წევრებს შორისაც გამოიწვია.