ვადის დარღვევის გამო, ოზურგეთის საკრებულოს შპს “კონცეპტის” წინააღმდეგ სარჩელი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შეაქვს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო შპს “კონცეპტს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
შპს “კონცეპტსა” და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის, 2011 წლის 5 ივლისს, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს “კონცეპტს” ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განთავსებისთვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ურეკში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. მუნიციპალიტეტის მხრიდან არა ერთი გაფრთხილებისა და მიმართვის მიუხედავად, შპს-მ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. ნაცვლად 2011 წლის 25 ივლისსა, ობიექტი ექსპლოატაციაში ამავე წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, შპს “კონცეპტი” პირგასამტეხლო თანხას 3 389 ლარს გადაიხდის ბიუჯეტის სასარგებლოდ.