https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თუ ოპოზიციას ბნელ წარსულში უნდა დაბრუნება, ჩააქრონ შუქები და აანთონ სანთლები!”

17:03; 7.03.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნებოდა გაზიფიცირებული. დღეისთვის უკვე მოსახლეობის 55%-ია გაზიფიცირებული, წელს გაზით დამატებით 80 ათასი ოჯახი ისარგებლებს. ასევე, დაგპირდით, რომ 2015 წლისთვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით. დღეისთვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება”, _ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა და 2015 წლის სამოქმედო გეგმას კიდევ ერთი საკითხი შეჰმატა.

საქართველოს პრეზიდენტს სამოქმედო გეგმა მხოლოდ 2015 წლამდე არ აქვს გაწერილი _ ის დიდი კაშხლებისა და ჰესების მშენებლობის ბოლომდე მიყვანას აპირებს, რასაც, დაახლოებით, 15-20 წელი დასჭირდება. ამაზე მზაობა და პასუხისმგებლობის აღება მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე დააფიქსირა: “ვფიქრობ, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ნიშანი ჰესების მშენებლობა უნდა გახდეს. ამ მხრივ, მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში სამუშაო მუდმივად გვექნება. ამასთან, ტურბინების გამოშვებაც უნდა ვისწავლოთ და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჰიდროენერგეტიკის თვალსაზრისით, 80-იან წლებში მსოფლიო დონეზე ვიყავით _ ენგური მთლიანად ქართველების აშენებულია და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით ჩამოჰყავდათ რუსები. ახლა ტექნოლოგიურად ცოტა ჩამოვრჩით და ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენი ნოუ-ჰაუ კარგი მშენებლობაა. უკვე ვსწავლობთ კიდეც ყველაზე სწრაფი ტემპით მშენებლობას, რითაც, შესაძლოა, თურქებს გავუსწროთ და ჩინელებსაც დავეწიოთ. ჰესების მშენებლობაც ასე უნდა ვისწავლოთ. დავისახოთ მიზნად, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად აშენებდნენ ჰესებს, რაც სრულებით რეალურია. ამისთვის, ხალხი აზიაში, აფრიკასა და ევროპაში უნდა გავგზავნოთ. ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი, ეკონომიკურად გამოუცდელი ქვეყანა, სადაც უცხოელი უნდა ჩამოვიდეს და რაიმე ააშენოს. ჩვენ ვიძენთ სათანადო გამოცდილებას და ახლა უნიკალური მომენტია, რომ მისი ექსპორტიც მოვახდინოთ”.

სააკაშვილის “ნოუ-ჰაუსთან” დაკავშირებით თავისი მოსაზრებები აქვთ ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციის დიდ ნაწილს. მათი განცხადებით, ამ პროექტების გახორციელების შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება, ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის, სულ მცირე 2 000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგისა და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება აქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება შავი ზღვის საქართველოს სანაპირო. ეს პროექტები კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოში.

ლაშა ჩხარტიშვილი: “ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს საქართველოს ისტორიული მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვას. თუკი სააკაშვილის ეს ბარბაროსული გეგმა განხორციელდება, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება სვანეთის ათობით სოფელი, ლეჩხუმის, რაჭის, მთიანი აჭარისა და იმერეთის ტერიტორიები. გარდა იმისა, რომ დაიტბორება ისტორიული ძეგლები, სასაფლაოები, საცხოვრებელი ადგილები და ადამიანები ლტოლვილები გახდებიან. დამატებით სხვა უფრო დიდი საფრთხეებიც არსებობს _ ჩვენ სეისმოლოგიურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ და ზედმეტი მასშტაბური რისკების შექმნა ყოვლად გაუმართლებელია. “დარიალის ჰესის“ მშენებლობა ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. საუბარია დერივაციულ კაშხალზე. მისი კალაპოტის შეცვლასაც გეგმავენ. გვირაბში მოექცევა თერგის, დაახლოებით, რვაკილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ თერგი აღარ გვექნება. თუ ჩვენ არ გვექნა არც თერგი, არც მტკვარი, სვანეთი, რაჭა, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ბუნებრივია, აღარ გვექნება სამშობლო”.

“გურია ნიუსმა” მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს სთხოვა, რომელმაც საკმაოდ “შთამბეჭდავი” პასუხები გასცა ოპონენტებს:

_ “ენერგეტიკის სფეროში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. წელს უკვე, არსებულ მომენტამდე, დაწყებული გვაქვს 15 ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა და წლის ბოლომდე ამ რიცხვს კიდევ 10 ელექტროსადგური დაემატება. ეს არის, დაახლოებით, 2,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია და 13 000-ზე მეტი დასაქმებული.

_ ახალი ჰესების ინტენსიური მშენებლობა აისახება თუ არა ელექტროენერგიის საფასურზე, რა თქმა უნდა, შემცირების თვალსაზრისით?

_ ახალი ჰესების ინტენსიური მშენებლობა ელექტროენერგიის საფასურის შემცირების არანაირ გარანტიას არ იძლევა _ ფასს ბაზარი განსაზღვრავს. ჰიდროელექტროსადგურები ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. უმთავრესად ეს არის ისევ და ისევ ქვეყნის გაზრდილი მოხმარების დაბალანსება იმისთვის, რომ ჩვენ აღარ დავბრუნდეთ იმ ძველ წარსულში, სადაც ვიყავით. თავისთავად ახალი ჰიდროელექტროსადგურებისა და გამომუშავებული ენერგიის ექსპორტიც გახორციელდება, რაც ისევ და ისევ ქვეყანაში სავალუტო შემოსავლებისა და ეკონომიკის ზრდის მყარი წინაპირობა იქნება.

_ ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ თქვენი ახალი პროექტი _ დიდი კაშხლების მშენებლობა, ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საკმაოდ მძიმე იქნება მოსახლეობისთვისაც.

_ გამორიცხულია. არანაირი ეკოლოგიური კატასტროფა არ იქნება და არც მოსახლეობას შეექმნება რაიმე საფრთხე.Oოპოზიციის ნაწილი სრულიად აბსურდულ შეფასებებს აკეთებს. ქვეყანა უნდა განვითარდეს და ამისთვის საჭიროა ელექტროენერგია. თუ ოპოზიციის ნაწილს ბნელ წარსულში უნდა დაბრუნება, შეუძლიათ, ჩააქრონ შუქები, აანთონ სანთლები და დასხდნენ სანთლის შუქზე, უპრობლემოდ, დღესაც. ამ რომანტიკაში თუ უნდათ დაბრუნება, დიდი სიამოვნებით. თუ არადა, ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ და ამ ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა გაზრდილი მოხმარების ელექტროენერგიის დაბალანსებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ახალი ობიექტების გახსნა. ეს იქნება სწორედ ჰიდროელექტროსადგურები, რადგან ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი. სწორედ ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკის ზრდას. ეს თავისთავად გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებსა და გაზრდილ ინვესტიციებს.

_ როგორც თქვენი ოპონენტები ამბობენ, ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია ძირითადად, საექსპორტოდ იქნება გამოყენებული და სულაც არ არის გამიზნული შიდა მოხმარებისთვის.

_ ძირითადად, ეს არის განკუთვნილი ქვეყნის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების დასაბალანსებლად. საჭიროა, ექსპერტებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ კითხვა და შეფასებების გაკეთება. უბრალოდ, დაფიქრდნენ და ნახონ მონაცემები, ბოლო წლებში რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში. წლიური ზრდა შეადგენს 10%-ს და ჩვენ თუ არ უზრუნველვყოფთ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, დაახლოებით, რამდენიმე წელიწადში ისევ იმ ბნელ წარსულში დავბრუნდებით, საიდანაც გამოვედით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7 თებერვალი, 2026

კონტროლის პალატა "ნაციონალური მოძრაობის’’ დარღვევებს არ განიხილავს!

ნოზაძეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო