ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში რომ გზები ავარიულ მდგომარეობაშია, ეს ახალი ამბავი არაა, თუმცა, ქალაქ ოზურგეთის ქუჩებშიც ანალოგიური სიტუაციაა. ყველაზე ცუდი ვითარება თაყაიშვილის ქუჩაზეა. როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, აქ უკვე რამდენიმე წელია ისეთი საგანგაშო მდგომარეობაა, რომ ავტომანქანით გადაადგილებაც კი, თითქმის, შეუძლებელია.
_ გავაკეთებთო, დაგვპირდნენ წინა არჩევნებზე, ვითომ დააგეს კიდეც ასფალტი, მაგრამ ხედავთ, რა მდგომარეობაა, _ ამბობენ შეწუხებული მცხოვრებლები და დასძენენ, რომ დღეს, XXI საუკუნეში, ქალაქში ასეთი ქუჩა რომ იქნება, სირცხვილია!