საქართველოს კონტროლის პალატა გურიაში დაკითხვებს აგრძელებს. ამ წუთებში, ოზურგეთში, დაკითხვები იწყება. როგორც “რესპუბლიკური” პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა რომან ბიწაძემ გვითხრა, დაკითხვაზე ის ლანჩხუთელებია დაბარებული, რომლებმაც წინა კვირას ლანჩხუთში გამართული დაკითხვების დროს მისვლა ვერ მოახერხეს.
როგორც გვითხრეს, დღეს დასაკითხთა სიაში ხუთი ლანჩხუთელია.
ჩვენი ინფორმაციით, დაკითხვები ხვალაც გაგრძელდება და კონტროლის პალატა იმ ჩოხატაურელებს დაკითხავს, რომლებიც დაკითხვაზე ჯერ არ ყოფილან და მათთან რამდენიმე კითხვები აქვთ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონტროლის პალატა იმ ჟურნალისტების დაკითხვასაც გეგმავს, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ.