19 მარტს, ოზურგეთის პოლიციაში დაბარებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები, რესპუბლიკური პარტიის წევრი ირინა მდინარაძე, დაახლოებით ნახევარ სათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობიდან გამოვიდა. შეპირებისამებრ, მან “გურია ნიუსთან” კომენტარი გააკეთა:
_ პოლიციის მხრიდან, ჩემზე ზეწოლა და მუქარა არ ყოფილა. უბრალოდ, მკითხეს, რატომ არ გამოვცხადდი კონტროლის პალატის წარმომადგენლებთან დაკითხვაზე პირველივე გამოძახებისას. ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზი კი, ნამდვილად საპატიო იყო _ თბილისში ვიყავი წასული პირადი საქმის გამო. თუმცა, თბილისშივე გამოვცხადდი კონტროლის პალატაში. დღეს 5 საათზე ვარ დაბარებული დასაკითხად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შენობაში, კონტროლის პალატის წარმომადგენელთან.