დღეს, ოზურგეთში კონტროლის პალატამ ოპოზიციონერების დაკითხვა დილიდანვე გააგრძელა. ამჟამად, ოზურგეთში ლანჩხუთელი “თავისუფალი დემოკრატების” და “რესპუბლიკელების” წევრები ჩამოვიდნენ. სულ, ამ ეტაპზე ხუთი ადამიანი დაიკითხა. ხოლო, საღამოს 5 საათზე “რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის ორგანიზაციის მხარდამჭერს დაკითხავენ _ ის მანამდე პოლიციაში იყო დაბარებული.
დაკითხვიდან გამოსულებმა ჩვენთან საუბრის დროს თქვეს, რომ დღეს ისინი ერთმა ადამიანმა დაკითხა _ ეს არის კონტროლის პალატის წარმომადგენელი მამუკა ფიფია. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კახა საჯაიამ და გაგა ჩანქსელიანმა ტაიმ-აუტი აიღეს.