დღეს, ოზურგეთში კონტროლის პალატის წარმომადგენელმა დაკითხვები 6 საათზე დაამთავრა. 5 საათზე, მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში მცხოვრები ირინა მდინარაძე დაკითხეს.
_ შემიყვანეს, გამხადეს ქურთუკი, შემამოწმეს. ვკითხე, შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ,-მეთქი, არა, ქალბატონოო, უბრალოდ ვამოწმებთ, რომ რაიმე არ შემოიტანოთო. მე ვარ “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში, არ მაქვს არანაირი შემოსავალი, მაქვს სერთიფიკატი 2003 წლიდან და შემიძლია მონაწილეობა მივიღო ნებისმიერ არჩევნებში, წევრისა თუ დამკვირვებლის სტატუსით. არანაირი ზეწოლა და მუქარა ჩემზე არ ყოფილა, მათ შორის, არც პოლიციაში _ უბრალოდ ამიხსნეს, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასჯილი ვიქნებოდი. ამის შესახებ ახსნა-განმარტებაც ჩავაბარე.
_ გააგრძელებთ თუ არა თქვენს საქმიანობას?
_კი, რა თქმა უნდა.