ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში სამფეხა ხბო დაიბადა, თუმცა, იგი მალევე მოკვდა. როგორს პირუტყვის პატრონი რეზო ღლონტი ამბობს, ხბო 9-თვიანი იყო, თუმცა, ანომალიურად არასრულყოფილი: _ უკანა ორი ფეხი ზურგზე ჰქონდა მოკეცილი, წინა ორი ფეხიდან ერთი საერთოდ არ ჰქონდა და მის ადგილზე ცარიელი ღრუ შეიმჩნეოდა.
რეზო ღლონტი ამბობს, რომ მას შინაურ პირუტყვთან მუშაობის ათეულ წლობით პრაქტიკა აქვს, მუდამ ეწეოდა მესაქონლეობას, მაგრამ მსგავსი არაფერი ახსოვს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში საქართველოში უთვალებო ხბოც დაიბადა, რასაც არასწორ სელექციას უფრო მიაწერენ, ვიდრე ანომალიას. ხალხი შიშობს და ვარაუდობს, რომ ეს მომატებული რადიაციის ბრალია.
როგორც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ოზურგეთის სამსახურის უფროსმა კახა თავბერიძემ გვითხრა, აღნიშნულთან დაკავშირებით მანამ ვერ გააკეთებს კომენტარს, სანამ ლაბორატორიულ დასკვნას არ გაეცნობა.