https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი უმძიმესი ავადმყოფის ოჯახს დახმარებას არ აძლევენ

4:04; 11.04.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის მეხუთე მიკრორაიონში მცხოვრები რევაზ და გულნარა დუმბაძეების ექვსსულიან ოჯახში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირი ცხოვრობს. შვილი _ 33 წლის ზაზა დუმბაძე 22 წელია, საწოლს არის მიჯაჭვული. როგორც მშობლები ამბობენ, 10 წლის ასაკში იგი ცხენიდან გადმოვარდა და არასწორი მკურნალობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გახდა. მის საპენსიო მოწმობაშიც ასეა მითითებულია. რევაზ დუმბაძის მეორე ვაჟს, აბესალომს 10 წლის გოგონა ჰყავს, რომელიც დაბადებიდანვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია, ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობის დიაგნოზით.

_ ბავშვი მხოლოდ აგრესიულ ქმედებებს ამჟღავნებს, რაზეც ხელი მიუწვდება, ხევს, ტეხს, აზიანებს. წამითაც ვერ მოაცილებ თვალს. თუ არ მივდიე, ჭაშიც ჩახტება. ხელით ვაჭმევთ, ვერ ლაპარაკობს, არაფერი ესმის, რადგან სმენა და მეტყველება არ აქვს. ტუალეტში წასვლასაც ვერ ხვდება. ამ უბედურებაში ჩავარდნილ ოჯახს, უბოდიშოდ გვიუქმებენ დახმარებას, თან სამი წლით გვიკრძალავენ განცხადების დაწერას, ყმებსაც არ დაჩაგრავდნენ ასე ბატონყმობის დროს, _ ამბობს რევაზ დუმბაძე.

ოჯახი, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვეულებრივი სოფლის ყოფითი ფორმით ცხოვრობს და რომ არა ორი გაუსაძლისი პრობლემა, მისი წევრები, ალბათ, არც არავის შეაწუხებდნენ, იშრომებდნენ და საკუთარი, სხვისგან დაუმადლებელი სარჩო ექნებოდათ. ახლა კი, გულნარა და რევაზ დუმბაძეები, რომლებიც ჯერ 54 წლისაც არ არიან და საპენსიო ასაკამდე ბევრი უკლიათ, სამუშაო რომც ჰქონდეთ, ვერსად წავლენ _ დგანან და ორ უმძიმეს ავადმყოფს თვალს არ აშორებენ.

როგორც ბატონი რევაზი ამბობს, ავადმყოფებს პენსია ეძლევათ _ ნინო დუმბაძეს ჴ 70, ზაზას კი ჴ 100 ლარი. ოჯახი ამ 170 ლარის შემყურეა, რაც მედიკამენტებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღით თუ ჰყოფნით. წამალი “დეპარტინის” ათი აბი, რომელსაც მუდმივად აძლევენ ნინოს, რვა ლარი ღირს.

რაც შეეხება ზაზა დუმბაძეს, ის საწოლიდან ვერ გადმოდის და ერთი მომვლელი მასთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის საჭირო ეტლი; არც არასოდეს ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ 22 წელია, საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც რევაზ დუმბაძე ამბობს, რაკი პოლისი არ აქვთ, უთხრეს, რომ ეტლის ღირებულების 25% უნდა გადაიხადოთ, თან თბილისში უნდა წახვიდეთ და იქედან ჩამოიტანოთო.

მთავარი, რაზეც რევაზ დუმბაძე დაობს, სოციალური დახმარების გაუქმებაა. როგორც თავად მიიჩნევს, სოციალური მომსახურების სააგენტო “კატა-თაგვობანას” ეთამაშება _ ხან დაუნიშნავს დახმარებას, ხან _ მოუხსნის.

_ ბოლოს, ოთხი თვით მომცეს დახმარება, 2011 წლის ივნისამდე. მერე მომიხსნეს, თან ოქმი შემიდგინეს, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ბრალდებით და მითხრეს, რომ სამი წლის განმავლობაში განცხადების დაწერის უფლება აგეკრძალათო. მირჩიეთ რამე, დამეხმარეთ, ასეთი ავადმყოფების ოჯახს რომ დახმარებას შეუწყვეტს, იმ ქვეყანას რა ჰქვია? _ პასუხს ითხოვს რევაზ დუმბაძე.

ოქმში, რომელსაც რევაზ დუმბაძე სასიკვდილო განაჩენის ტოლფასად მიიჩნევს, წერია: “სოციალური მომსახურების სააგენტოს ვიზიტის დროს, ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შევსებული იქნა ოქმი, ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ, ფორმა #3, ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო”.

“გურია ნიუსი” სოციალური მომსახურების გურიის სააგენტოს უფროსს, ვასილ ხომერიკს დაუკავშირდა, მან კი სააგენტოს თანამშრომელ ეკა ალავიძესთან გადაგვამისამართა.

ჩვენი სატელეფონო ზარის შემდეგ, ქალბატონმა ეკამ გვთხოვა, მიგვეწოდებინა ბენეფიციარის ვინაობა და მისი პირადობის მოწმობის ნომერი, რომ შესაძლებლობა მისცემოდა, ბაზაში მოეძებნა მონაცემები. ჩვენც, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ. გარკვეული დროის შემდეგ, სააგენტოს თანამშრომელთან დაკავშირება არა ერთხელ ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

რევაზ დუმბაძე წუხს იმაზეც, რომ ავადმყოფ შვილიშვილს, ნინოს გურიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია “დღის ცენტრში” დახმარებას შეჰპირდნენ. მუშაობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოთხოვნის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხმარებიან.

_ მე ყველა საბუთი შევაგროვე, მაგრამ რაკი ქულა მაღალი მქონდა, ვერ ჩამრთეს ამ პროგრამაში, _ ამბობს ის.

“გურია ნიუსი” გურიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომან ლომაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, შესაძლებელი იყო თუ არა პროგრამაში ნინო დუმბაძის ჩართვა, ასევე შეიძლება თუ არა ეტლით დააკმაყოფილონ ზაზა დუმბაძე, ყოველნაირი თანაგადახდის გარეშე.

რომან ლომაძე: _ საერთოდ, სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს მასში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ჩართვას, მაგრამ 75 000 ქულით ოჯახს არ მიეცემა დახმარება. ჩვენ შეგვიძლია თანადგომა, თუ ბავშვი ეტლის გარეშე გადაადგილდება და გარკვეულ მოთხოვნებს დაექვემდებარება, დავეხმარებით. ოღონდ მოიტანოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაზეც მივუთითეთ. ზაზა დუმბაძეს ეტლითაც დაეხმარებიან, რისთვისაც სოციალური დახმარების სააგენტოდან უნდა წარმოადგინონ სპეციალური ფორმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა

10:14; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21 იანვარი, 2026

შეხვედრა სახალხო თეატრის მსახიობებთან

ვერიკო ხუხუნაშვილი 50 წლისაა

ყველა სიახლე

სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
ზაფრანი

ვინ არ გიღალატებს არასდროს 

10:30; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების (ქალები) რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ

10:28; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები

10:26; 22.01.2026
ზაფრანი

რომელი ხე ხართ

10:25; 22.01.2026
პოლიტიკა

„ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ – მეზობლები ვითარდებიან და ჩვენ „ვბუქსაობთ“, მხოლოდ პარკირების ფუნქცია გვაქვს“- კოდუა

10:17; 22.01.2026
საზოგადოება

ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა

10:14; 22.01.2026
სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო