დღეს, 10 აპრილს, ჩოხატაურში, “ლიბერთი ბანკის” წინ გავლა შეუძლებელი იყო _ ხალხს, პენსიის მოლოდინში, შენობის წინ მოეყარა თავი: _ შემთხვევით გავიგეთ, რომ პენსიას ადრე დაარიგებდნენ, _ გვითხრეს რიგში მდგომმა ადამიანებმა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, პენსიონერების ხელის გამართვა მართლაც კარგი საქმეა, მაგრამ “ლიბერთი ბანკის” მადლისთვის მარილიც მოეყარა და როგორმე შეეტყობინებინათ ამის შესახებ ხალხისთვის?