ჩოხატაურის სახალხო თეატრში რეპეტიციები მიმდინარეობს _ მაყურებელი მალე ნახავს პრემიერას: თამაზ მეტრეველის “სუპერ-ქართველები”, რომლის რეჟისორია გოგი ცინცაძე. მასვე ეკუთვნის სცენოგრაფია, მუსიკალური გამფორმებელი _ გოჩა გათაშვილი, რეჟისორის თანაშემწე _ კოტე სიხარულიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი სიხარულიძე, მერი სირაძე, ლელა ცინცაძე, რეზო კოტრიკაძე და სხვები.
გოგი ცინცაძე: _ პიესა თანამედროვე თემაზეა დაწერილი და მასში თაობათა შორის აზრთა სხვადასხვაობაა გადმოცემული. სპექტაკლში იქნება მხოლოდ კომედიური სცენები.
_ თქვენ ვოდევილზეც მუშაობთ…
_ დიახ, ეს არის “განქორწინება იტალიურად”, რომელსაც სულ მალე ნახავს მაყურებელი.