https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ასკანის დაბეჩავებული სოციალური სამყარო ამაო მოლოდინშია

3:05; 2.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

უფრო მეტი კი, უკვე მოხსნილი დახმარების უსამართლოდ გაუქმების გამო შემოგვჩივის და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. შეიძლება, დაუჯერებლად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ასეთ ოჯახთა სათვალავი დღითიდღე იზრდება. რატომ უხსნიან უღარიბეს ადამიანებს სოციალურ დახმარებას, როცა სოციალური ყოფა არ უმჯობესდება, ძნელი სათქმელია. მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ სახელმწიფო მიზანმიმართულად ცდილობს, კიდევ უფრო დააბეჩავონ გაჭირვებულები, რომელთაც დახმარების დანიშვნის მოლოდინში, უღონობის განცდა ეუფლებათ.

სოფელ ასკანაში მცხოვრები არაერთი ოჯახი, რომლის წარმომადგენლებსაც ჩვენ შევხვდით და მათ ყოფას გავეცანით, სიღარიბის მძიმე სურათს წარმოადგენს. დადიხარ მათ კარდაკარ და ჩნდება კითხვა: თუ არა ასეთ ოჯახებს, ნეტავ, ვის უნიშნავენ სოციალურ დახმარებას?

39 წლის ამირან ხიმშიაშვილს ოთხი შვილი ჰყავს. მეუღლე _ დალი დიასახლისია, თვითონ კი ასკანის საჯარო სკოლაში დარაჯად მუშაობს, სადაც 40 ლარი აქვს ხელფასი. სოციალური დახმარებაც სწორედ ამ 40-ლარიანი ხელფასის გამო მოუხსნეს:

_ მოვიდა აგენტი პაატა მდინარაძე, ორად-ორი კითხვა დამისვა და მორჩა. ბავშვებისთვის მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებას ვიღებდი, მაგრამ როგორც კი უფროსი სრულწლოვანი გახდა, სასწრაფოდ მომიხსნეს ისიც. დანარჩენმა სამმა რა დააშავა? მეზობლების იმედად ვართ, გვეხმარებიან, რაც შეუძლიათ, _ ამბობს ამირან ხიმშიაშვილი.

თალიკო ქოზაშვილი მარტოხელაა, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. ადრე, როგორც თვითონ ამბობს, ჰქონდა დახმარება, თუმცა, ოცი ძირი თხილი და ერთი ძროხა გახდა მიზეზი იმისა, რომ დახმარება შეუჩერეს: _ 15 წლის წინ მეზობელს ომარ ნინიძეს შევეცოდე და დეკეული მიყიდა, ის გავზარდე და ახლა ძროხაა, ვწვალობ რაღაცას. ამის გამო მომიხსნეს დახმარება, _ ამბობს ის და თავისი შვილის _ გოჩა ქოზაშვილის ოჯახზე გვითითებს; თვითონ გოჩამ ერთხელ კი ახედა თავის უჭერო სახლს და უსიტყვოდ გაგვეცალა.

ქალბატონმა თალიკომ საკუთარ შვილსა და რძალზე გულისტკივილით ისაუბრა: _ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სამუშაო არ აქვთ, მხოლოდ მიწას ჩიჩქნიან და ტელევიზორი გქონიათო, ამის გამო დახმარება არ დაუნიშნეს. სახლს რომ ჭერი არ ექნება და ქარის ყოველ დაბერვაზე იმას ფიქრობ, გაჭირვებით ნაშოვნი შიფერი არ გადაცვივდეს, ამას ცხოვრება ჰქვია?

ასკანის თემის მზიანის მცხოვრებ შოთა ბერიძეს, როგორც თვითონ ამბობს “პაპანდოპულოსდროინდელი” დანჯღრეული ტრაქტორი ჰყავს, რომლის გამოც დახმარება მოუხსნეს: _ თურქეთში დავხეტიალობთ ლუკმისთვის, ვიღაცის ვირები ვართ ჩაის კრეფისთვის და ანაზღაურებასაც არ გვაძლევენ წესიერად _ ხან გვატყუებენ, ისე გვექცევიან, როგორც მათხოვრებს, მაგრამ რა გზა გვაქვს?! ჩაი საკარმიდამოშიც მაქვს, ვკრეჭ და ველი, იქნებ, ვინმე მოვიდეს, რომ მოვკრიფო, მაგრამ ვის უნდა? მე და ჩემი შვილი 15 დღით გადავდივართ თურქეთში და დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუსვენებლად გვამუშავებენ. ერთ თვეში რასაც ავიღებთ, გინდა თუ არ გინდა, მთელი ზამთარი უნდა გვეყოს. ამიხსენით, 30-ლარიანი ვაუჩერი როგორ ვიმყოფინო? თან ნახევარ ჰექტარს ხნავსო, რომ აცხადებენ ტელევიზიით, ვის ატყუებენ ან ვინ ტყუვდება? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ვირეშმაკობა, იქნებ, ვინმემ იცის? 1800 კვადრატული მეტრი ყანა მაქვს და 65 ლარი სჭირდება ამის დახვნას. ეს საქმე რომ მოვითავო, 35 ლარი უნდა დავამატო ვაუჩერს. თუ მაძლევ, იმდენი მომეცი, 2 000 მეტრი ყანა მაინც დავხნა! 60 წლის ვარ და პენსიას თუ მოვესწრები, არ მგონია, _ ასეთია შოთა ბერიძის მონოლოგი. შეგვეხვეწა, თუ შეგიძლიათ, მიაწვდინეთ ხმა “იმედს” თუ “რუსთავი-2”-ს, ვინ როგორ ცეკვავს, თვეობით ამას რომ გვიჩვენებენ, როგორ ვმუშაობთ და რა დღეში ვართ, ჩამოდით და ეს ნახეთო.

თამაზ და ციალა კიღურაძეების ოჯახსაც შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. როგორც ბატონი თამაზი ამბობს, მისმა ვაჟიშვილმა ყანის გათოხნაზე იმუშავა. ვიღაცამ კი დაასმინა, მუშაობს და ფულს იღებსო: _ შაჰ-აბასი არ შემოსევია იმდენჯერ საქართველოს, რამდენჯერაც სოციალური სამსახურის აგენტები მომიცვივდნენ ოჯახში. “მობრძანდის” თქმას ვერ ავუთავდი! შეხედეთ ჩემს სახლ-კარს, სამუშაო და შემოსავალი რომ მქონდეს, ვინაა მაგათი მათხოვარი? ერთი ძროხა კი მყავს, ცოტა თხილიც გამაჩნია, მაგრამ ესაა საქმე? 6 სული ვართ ოჯახში და ბავშვების რიდი მაქვს, შვილიშვილებს ვერ უნდა ვაპურებდე?

როგორც სოფელში გვითხრეს, ხელისუფლებას სოფელში ჰყავს “შესახელებული პირები”, რომლებიც ხალხს აბეზღებენ იმის მიხედვით, თოხის ქირაზე იმუშავეს თუ თურქეთში წავიდნენ ჩაის საკრეფად. შემდეგ ეს ინფორმაცია სოციალურ სამსახურში აგენტებთან მიდის: _ ნეტა, სამსახური მქონდეს და ეშმაკებთან წასულან ეს მაბეზღარები, მაგას დავეძებ? _ ამბობენ იქაურები.

“გურია ნიუსი” სოფელ ასკანის რწმუნებულს პავლე მესხიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ხალხი თვითონ უდგას ერთმანეთს კრიჭაში:

_ მე ძალიან მეცოდება ყველა გაჭირვებული და ძალას არ ვზოგავ, როგორმე დავეხმარო თითოეულ მათგანს. შეგიძლიათ, იკითხოთ და ნახოთ, რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი, რამდენჯერ დამისვამს საკითხი ამა თუ იმ ოჯახის უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, _ გვარწმუნებს ბატონი პავლე.

რაც შეეხება მანანა ცერცვაძის ოჯახს, რომელსაც სოციალური დახმარება გასულ წელს მოუხსნეს, მის ყოფით პირობებზე საუბარი ზედმეტია. მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე სახლის კედლები მთლიანად დაბზარულია, ზოგან იმდენად ჩამონგრეულიც, რომ ოთახში შესვლა შეუძლებელია.

მანანა ცერცვაძე: _ ჩემზე უარეს დღეში თუ ვინმეა ქვეყანაზე, არ მგონია. ვერ წარმომედგინა, თუ დახმარებას მომიხსნიდნენ. ახლა აქ ჩემი სიძეა, ისე კი ჯუმათში ცხოვრობს. ხანდახან მეხმარება. ძველისძველი ჟიგული ჰყავს, ნახეთ, ამას მანქანის გარდა, ყველაფერი ჰქვია. მიზეზად სწორედ ეს მოგვდეს, დამხმარე ძალააო(?)

მანანა ცერცვაძეს, ერთი წელია, რაც დახმარება მოუხსნეს და აღარც აქვს იმედი, რომ ოდესმე დაუნიშნავენ: _ ალბათ, რაღაც სასწაული ხდება ამ ქვეყანაზე, თორემ მეწყერში ჩავარდნილ ადამიანს რომ დახმარებას შეუწყვეტ, რომელ კანონსა და ღმერთზე უნდა ესაუბრო ამის გამკეთებელს. სისხლი გამშრალი აქვთ? _ კითხვები დაგვაყარა ქალბატონმა, რაზეც ადეკვატური პასუხის გაცემას, არათუ ჩვენ, ვერც ჩვენი დროის აგენტები შეძლებენ.

ასკანაში მცხოვრებ თამაზ მეკეიძეს ხუთი მცირეწლოვანი შვილი (ხუთივე ვაჟი) ჰყავს, სოციალური დახმარება კი უბოდიშოდ მოუხსნეს. არც პოლისი აქვს. ასევე არ იღებს მრავალშვილიანი ოჯახისთვის განკუთვნილ დახმარებას:

_ თურქეთში ვიყავი სამუშაოდ და ამაოდ გავისარჯე. ვიმუშავეთ, მაგრამ ბოლოს ფული არ მოგვცეს, ისე გამოგვაგდეს შინ. 4 000 კვადრატული მეტრი მიწა მაქვს, გაჭირვებით ვამუშავებ, მაგრამ არაფერს გვშველის. არც პირუტყვი მყავს. მაღაზიაში ჩემი ვალი უკვე 800 ლარს მიუახლოვდა. აწი აღარც მენდობიან. სადმე სამუშაო რომ იყოს, სიხარულით გავიქცევი, _ ამბობს თამაზ მეკეიძე. ბავშვები _ ზვიადი, მამუკა, დათო, ბადრი და გოჩა კი ნისიებზე ასაკოვანი ადამიანებივით გვესაუბრებიან _ მათ ხომ ოჯახში ყველაზე ხშირად სწორედ ამ თემაზე საუბარი ესმით.

“გურია ნიუსი” სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს ვასილ ხომერიკს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ აქვს ამდენ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანს სოციალური დახმარება ან რატომ უუქმებენ ასე ხელაღებით ადრე დანიშნულ დახმარებას.

_ თუ არ მომაწოდეთ მათი ვინაობა, თუ ვის დაენიშნა ან შეუჩერდა დახმარება, ასე ვერ გიპასუხებთ. დამჭირდება გარკვეული დრო, _ გვითხრა ხომერიკმა. აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, მან მსგავსი კითხვის დასმის შემდეგ, სოციალურ აგენტთან გადაგვამისამართა, თუმცა იმ აგენტმა, ჩვენს შვიდ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

და ბოლოს, “გურია ნიუსი” სოციალური მომსახურების სააგენტოს კორექტულ წინადადებას სთავაზობს: მოვაწყოთ ერთობლივი გასვლა სოციალურად დაუცველ ოჯახებში და ერთმანეთს შევადაროთ დახმარების მქონეთა და არმქონეთა ყოფა-ცხოვრება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სია იმ ოჯახებისა, რომლებსაც არ აქვთ დახმარება ან შეუჩერდათ. საინტერესოა, როგორ სურათს მივიღებთ ამ შედარების შემდეგ და ხომ არ აღმოჩნდება არა ერთი აგენტი უხერხულ მდგომარეობაში?

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

დავით ბერძენიშვილი ჩოხატაურში

ბათუ ქუთელიას კონცეფცია, 6-მილიონიანი არაეფექტური პროექტი და ქართული რეზერვის თავისებურებანი

ყველა სიახლე

სპორტი

„ლანჩხუთმა“ ბათუმი გაანადგურა _ წინ გადამწყვეტი მატჩია

19:12; 20.09.2026
პოლიტიკა

„გამათავისუფლეს და არც არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა”

19:02; 20.09.2026
ზაფრანი

23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა _ რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს

18:00; 20.09.2026
პოლიტიკა

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

17:11; 20.09.2026
საზოგადოება

როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი

17:06; 20.09.2026
საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო