ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი, დღეს ოზურგეთში კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს.
ისინი, გმირთა მოედანზე მაშინ გამოჩნდნენ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული მეომრების ობელისკი ყვავილებით შეამკეს და იქაურობა დატოვეს.
ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ყვავილებით და გვირგვინით პატივი ოპოზიციური გაერთიანების, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმაც მიაგეს.
ბესო მელუა, კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის საარჩევნო ადმინისტრაციის კოორდინატორი: _ ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ მათი საფლავების წინაშე და მომავალ თაობებს გადავცეთ იგივე, რომ ეს დღე დავიწყებას არ მიეცეს.