https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თინა ხიდაშელი: “ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბიუჯეტს მივეცი ხმა, მაგრამ ამ საქმეს ბოლომდე მივყვები!”

6:05; 17.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროგრამის _ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, ფონდიდან, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდში, 3 მილიონი ლარი გადაირიცხება, რომელიც 12 მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება. როგორც ცნობილია, თანხები, ძირითადად, სტიქიით დაზარალებული ოჯახების ქირით გაყვანასა და სახლების აღდგენაზე დაიხარჯება.

მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვის დონეზეა ცნობილი _ როგორც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი თინა ხიდაშელი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, გამოყოფილ თანხას ხარჯთაღრიცხვის ერთი ფარატინა ფურცელიც კი არ ახლავს.

_ ქალბატონო თინა, 3 მილიონი ლარი, რომელიც სახელმწიფომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის გამოყო, საკრებულოში დიდი სკანდალის მიზეზი გახდა. სხდომის მთავარი გმირი კი თქვენ იყავით. გაარკვიეთ, რას მოხმარდება ეს თანხა?

_ არაფერი არ იყო გაწერილი. უფრო მეტიც, ისიც კი არ იცოდნენ, პირველადი აუცილებლობისთვის გამოიყო ეს თანხა თუ უფრო ფუნდამენტური პრობლემის მოსაგვარებლად _ სახლების სარეაბილიტაციოა თუ საკვებისთვისაა.

დღეს ჩვენ ისიც არ ვიცით, რა ტიპის ზარალზეა საუბარი, რა მასშტაბის სამაშველო სარეაბილიტაციო სამუშაოებია საჭირო. სირცხვილია, როდესაც ამბობენ, _ ჯერ რა დროს ეს არის, ძალიან ადრეა და არ გვაქვს დათვლილიო. როცა ამერიკას ქარიშხალი “კატრინა” დაატყდა თავს, 24 საათის შემდეგ არსებობდა პირველადი დასკვნა ზარალის შესახებ. ყველა ბიუჯეტში არსებობს თანხები, მათ შორის თბილისის ბიუჯეტში, რომელიც არის ე.წ. “სხვადასხვას” მუხლებით და ცალკე ბიუჯეტიდან ფულის გამოყოფა კი არ უნდა დაჭირვებოდა ამ საქმეს, არამედ სწორედ აქედან უნდა წასულიყო.

მე კითხვებიც კი არ მაქვს, სამწუხაროდ, ამ ხალხთან. უბრალოდ ჩემი ამოცანა იყო, იქნებ, რაღაცისთვის მიგვეღწია და ეს ფული მართლაც იმ ადამიანების სასიკეთოდ დაიხარჯოს, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. გვინდოდა, რაც შეიძლება, მეტი დოკუმენტით მოსულიყვნენ, რომ ხვალ და ზეგ პასუხის მოთხოვნა მაინც შეგვეძლოს. “კრება დარჩა მხიარული” _ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ისე მოხდა.

_ როგორია იყო საკრებულოს მოტივაცია დოკუმენტის გარეშე მიღებულ ბიუჯეტზე?

_ მათ თქვეს, რომ ამის დრო არ არის ახლა. მთავარია, ხალხს დავეხმაროთო.

_ სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა ამ უბედურების გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რამდენი თანხა იქნა თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი?

_ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება რომელიც დაიდო 2008 წლიდან მოყოლებული. სამწუხაროდ, მანამდე არ ვიცი. 2008-2010 წლებში ჩატარდა ტენდერი. შარშან ტენდერი “თბილსერვისმა” მოიგო. მე ვფიქრობ, წინა წელსაც, მაგრამ ზუსტად არ ვიცი და ვერ გეტყვით. ჯამურად, ძალიან უხეში ციფრი რომ ავიღოთ, 10 000 000-ზე ვლაპარაკობთ, რაც ამ მიმართულებით არის დახარჯული.

_ 2008 წლის 26 აგვისტოს, ომის დროს, მერიას გაფორმებული აქვს ტენდერი შპს “ალიანსთან”, რომელმაც მიიღო 1 089 178 ლარი. სწორედ ამ სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით. ამავე წლის დეკემბერში, ისევ შპს “ალიანსი” და მეორე კომპანია _ შპს “აგრომშენსერვისი” ერთსა და იმავე ტიპის ტენდერში იმარჯვებენ და ჯამში დაახლოებით მილიონნახევარს იღებენ. “გურია ნიუსის” მოკვლევით ირკვევა, რომ თამაზ კანკავა, რომელიც არის შპს “ალიანსის” 100%-ის მეწილე და შპს “აგრომშენსერვისის” ასევე 100% მეწილე დავით კანკავა, არის მამა-შვილია. არის თუ არა ეს დარღვევა და რას ნიშნავს ასეთი ტიპის ტენდერი?

_ მე არ ვიცოდი, რომ ისინი მამა-შვილი იყვნენ, გმადლობთ ამ ინფორმაციისთვის. დანარჩენი ცნობილია ჩემთვის. აქ დარღვევა პირდაპირი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, შეიძლება არ არის _ მამა-შვილი რომ არიან, არ ნიშნავს, მათ უფლება არ აქვთ, რაღაც აკეთონ. მაგრამ, ფაქტია ის, რომ რაღაცის დამალვას შეეცადა ქალაქის მერია. ეტყობა, თავიდანვე იგრძნეს უხერხულობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ერთი კომპანიისთვის მიეცათ ფული და ამიტომ, წლის შუაში ერთს მისცეს, მეორე წლის ბოლოს _ მეორეს. სხვანაირად, გამოვიდოდა, რომ 2 500 000 ნახევარი ერთ კომპანიას უნდა მიეღო. ალბათ, რაღაც უხერხულობა იგრძნეს და იმიტომ გაყვეს _ აჩვენეს, თითქოს მონოპოლია არ არის და სხვადასხვა კომპანიები მუშაობენ ამ მიმართულებით.

ჩვენ, ძირითადად იმაზე ვედავებით, რომ ხელოვნური მონოპოლიები შექმნეს. ამ შემთხვევაში, შეუძლიათ ჩამონათვალი გაჩვენონ _ აგერ ბატონო, ერთი კომპანია, მეორე, მესამე. სინამდვილეში ერთსა და იმავე ხალხზე ვლაპარაკობთ. თუმცა, მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ მამა-შვილი იყვნენ.

_ კომპანია “ალიანსის” ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული #189 ნებართვით, მას უფლება აქვს აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. რატომ ხდება, რომ სწორედ ის კომპანიები იგებენ ტენდერებს, ვისაც ასეთი ექსკლუზივები აქვთ?

_ კონკრეტულად კანკავებზე ვერაფერს გეტყვით _ ნამდვილად არ ვიცი მათ კავშირების შესახებ ხელისუფლებასთან, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელიმე კომპანიას რაღაც სპეციალური დაშვების რეჟიმში ამყოფებს, ამაში უჩვეულო არაფერია. საოცარი ის არის, რაც თქვენ ბოლოს თქვით _ აღმოჩნდება, რომ სწორედ ასეთი კომპანიები იძენენ მონოპოლისტის სტატუსს და ყველგან, ყოველთვის, მუდმივად ისინი არიან. მერე რაღაც მოხდება ხოლმე, _ უცებ სხვა კომპანია გაჩნდება და რამდენიმე თვეში აღმოაჩენ, რომ ისიც ისევ ის ყოფილა, ოღონდ სხვა სახელით. სამწუხაროდ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში, სადაც საბიუჯეტო თანხები მიემართება. პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი იცი, მაგრამ ვერ ასაბუთებ, რადგან პირველად დოკუმენტზე არ მიგიწვდება ხელი, საიდანაც გაარკვევდი, სინამდვილეში ვინ დგანან ამ ადამიანების უკან. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ამ შპს-ზე, ეს საინტერესო თემა ვერ გახდება ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, თქვენი მედიასახლის აუდიტორიისთვის, თუ ვერ ვაჩვენებთ, ვინ დგას ამის უკან და სინამდვილეში რა ინტერესები იკვეთება _ ხშირ შემთხვევებში, რეალური სახე დამალული რჩება. ამ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ამოცანა არ არის ამოხსნილი. მე არ ვიცი, ვინ სარგებლობს საბოლოო ჯამში ამ ამბებით ანუ სად მიდის ეს ყველაფერი.

_ 2011 წლის 08 სექტემბერს, თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი შპს “ალიანსთან”, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ერთი მილლიონშვიდასიათასლარიან ხელშეკრულებას აფორმებს. შესასრულებელ სამუშაობაში წყალამრიდი არხებისა და სამონიტორინგო ჭების მოწყობაც შედის.

_ მოიცათ, “თბილსერვისის” ჯგუფს არ აქვს ეს კონტრაქტი მიღებული?! როგორც ჩანს, კომპანია “ალიანსსაც” ჩაუდეს ეს შესასრულებელი სამუშაოს ნაწილში, რაც კიდევ ცალკე დასათვლელი ნაწილია. რაც შეეხება სანიაღვრე არხების მოწყობას მთელი თბილისის მასშტაბით, ეს ტენდერი მოიგო “თბილსერვის ჯგუფმა”.

_ იცით, ვინ დგას ამ ჯგუფის უკან?

_ დირექტორი თორნიკე შიოლაშვილია, რომელიც თბილისის ყოფილი კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ამათ ასეთი ტრადიცია აქვთ _ მერე შპს-ებში გადაბარგდებიან ხოლმე. და ასე იწყებენ ფულის შოვნას. ამის კლასიკური მაგალითია “თბილსერვის ჯგუფიც” _ შიოლაშვილი დიდხანს მუშაობდა მერიაში ამ ხელისუფლების პერიოდში. როგორც ჩანს, იქ ყველაფერი გაარკვია და მერე გადავიდა შპს-ში, რომელიც მერიამ დააფუძნა 100%-იანი წილით და ახლა იქედან უვლის იმ ქალაქს, რომელსაც ვერ მოუარა ოფიციალური თანამდებობიდან.

_ ხელისუფლება ჯერ მატერიალურ ზარალს ითვლის და მხოლოდ სამძიმრებში მოიხსენიებს ის 5 ადამიანს, რომლებიც წყალდიდობას შეეწირნენ. მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. თქვენი აზრით, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა?

_ ამას სჭირდება გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, ეს თემა აუცილებლად იქნება გამოკვლეული. ან ამ ხელისუფლების პირობებში, ან ძალიან მალე, ოქტომბრიდან. არ შეიძლება ისეთი რამ ხდებოდეს ქვეყანაში და ისე გაატარო, როგორც დღეს საკრებულოს სხდომაზე მოხდა.

შეიძლება გამოძიებამ დაადგინოს, რომ არც არავის პასუხისმგებლობა არ იყო, მაგრამ ასე არ შეიძლება თქვა, ეს თემა არ არის საინტერესო. როდესაც უამრავი ფულია დახარჯული სწორედ კოლექტორებზე, სანიაღვრე ქსელებზე, ქსელების გაკეთების, შეკეთების, რეაბილიტაციის სამუშაოებზე, პრობლემა კი მაინც პრობლემად რჩება და მსხვერპლით სრულდება, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.

ნიკო ხაჩირიშვილმა რაც არ უნდა იძახოს, დიდი წვიმების ბრალია ყველაფერიო, ჩემთვის ის ყველაზე კომპეტენტური ეკოლოგი და სინოპტიკოსი ვერ იქნება, ვერც მისი სიტყვები იქნება ჩემთვის განმსაზღვრელი. გაცილებით უფრო დიდ პატივს ვცემ იმ ხალხის აზრს, რომელთა პროფესიაც ეს არის.

მიზეზი ამ ყველაფრის, რაც მოხდა, იყო ის უპასუხისმგებლობა რაც ქალაქში სუფევს და არა იმ წვიმის ხარისხი, რომელიც მოვიდა. მაგრამ რად გვინდა პროფესიონალები? ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ, ძალიან კარგად ვიცით, პატარა წვიმაც რომ მოდის ქალაქში, რა პრობლემებიც იქმნება. საკითხი რომ ძალიან მძიმეა და პრობლემა ძალიან დიდი, შეუძლიათ უარყონ, მაგრამ ფაქტი სახეზეა _ ჭირმა თავი არ დამალა.

_ საკრებულოს სხდომაზე თქვენ მიეცით ხმა 3 მილიონი ლარის გამოყოფას?

_ კი, ხმა მივეცი.

_ თქვენ კვალიფიციური იურისტი ბრძანდებით და არ იცით ხმა რას მიეცით?

_ კი, მართალია, არ ვიცი. მე ბიუჯეტისთვის არასდროს მიმიცია ხმა _ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბიუჯეტთან დაკავშირებით მივეცი ხმა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ ხმის მიცემით ერთგვარად ვალდებულება ავიღე ამ პროცესის სრულ მონიტორინგზე. მე ბოლომდე შევეცდები მივიდე, სადამდეც მიმიშვებენ, სადამდეც ხელმისაწვდომი იქნება დოკუმენტები და სადამდეც შესაძლებელი იქნება გაკონტროლდეს ეს ხარჯები. ოქტომბრიდან ახალი ცხოვრება რომ დაიწყება, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მოსახლეობის პრობლემების გადასაწყვეტად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რას სთხოვს ბურჯანაძე ივანიშვილს

რატომ მოახდინა ნინო ბურჯანაძემ მედიაზე ზეწოლა

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო