_ ჩვენ მარტივ რამეს ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს _ იყავით ხალხის განწყობის გამომხატველი ლიდერი და არა პოლიტიკური კოალიციის, _ აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მისი პარტია და სახალხო კრება იქნება იქ, სადაც ქართველ ხალხს დასჭირდება: _ ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დასჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. სწორედ აქედან გამომდინარე გამოვალთ და არა იქედან, ვინ მოგვწონს და ვინ არა, _ დასძინა ბურჯანაძემ.