https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შიშის სინდრომზე ალაპარაკებული სასამართლოს თავმჯდომარე და ახალაიების გამო დაპატიმრებული ქალბატონი

17:05; 22.05.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მის ვაჟიშვილს, ზუგდიდში ერთ-ერთ თხილის ქარხანაში, ტონანახევრიანი თხილით სავსე ავზი დაეცა, რის შედეგად სერიოზული ტრამვა მიიღო. მკურნალობა სერიოზულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომლის ანაზღაურებაზე საწარმოს ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ, დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა, რათა საწარმოს მომხდარი ფაქტი ეღიარებინა.

იგი ორი თვე უშედეგოდ ელოდა მოკვლევის დაწყებას. პროტესტის ნიშნად, 27 წლის დაზარალებულმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურატურასთან შიმშილი დაიწყო. დილით ზაირა სვანიძე საკუთარ შვილთან იყო მისული, როცა პროკურატურის გამომძიებელი რევაზ თორდია დაინახა და გადაწყვიტა, მისთვის ეკითხა როდის დაიწყებდნენ საქმეზე გამოძიებას. გამომძიებელმა, ზაირა სვანიძეს პასუხის ნაცვლად, მუცელში წიხლი ჩაარტყა.

ზუგდიდის რაიონის მაშინდელმა მოსამართლემ, ნუგზარ სარიამ ამ ქალბატონს ადმინისტრაციული სასჯელის სახით 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მის მიერ გამოტანილ დადგენილებაში ვკითხულობთ: “2006 წლის 23 იანვარს, ზაირა სვანიძე ქ. ზუგდიდის სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე იგინებოდა უცენზურო სიტყვებით, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. ზაირა სვანიძის განმარტებით, იმყოფებოდა რა ქ. ზუგდიდის სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იგინებოდა უცენზურო სიტყვებით…”

ზუგდიდის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სამეგრელო ზემო-სვანეთის მმართველი მოსამართლე, ნუგზარ სარია დღეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ სახეა ზუგდიდში.

შვიდი წლის შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მან ვრცლად ისაუბრა ახალაიების კლანზე, რომლებიც წლების განმავლობაში ზუგდიდში შიშს ნერგავდა.

“გურია ნიუსი” ნუგზარ სარიას იმ პერიოდზე ესაუბრა, როდესაც ახალაიების წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის გამო ასაკოვან ქალბატონს თავად შეუფარდა პატიმრობა.

_ ბატონო ნუგზარ, ზუგდიდში ერთ-ერთ შეხვედრაზე, ვრცლად ისაუბრეთ ახალაიების კლანის მიერ დანერგილ შიშზე. როგორ ფიქრობთ, ეს შიში ამ ცოტა ხნის წინანდელი ამბავია?

_ არ მახსოვს, ეს რატომ ვთქვი. შიშის სინდრომი, რაც ქვეყანაში არსებობს, არ არის მოგონილი. შიში ყველგან არის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ყველა ჯგუფში.

დამეთანხმებით, ალბათ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ადამიანი ადამიანს ესაუბრება და ხმას უწევს დაბლა, ვინმემ რომ არ გაიგოს. ეს ყველაფერი გადადის უცნაურ ფორმაში. ასეთი დამოკიდებულება ზოგჯერ სასაცილოა. სამწუხაროდ, ადამიანებში ჩაინერგა ასეთი სინდრომი. როდესაც ადამიანი შიშის ქვეშ არის, “შიშის სინდრომი” მოქმედებს. საკუთარი ჩრდილიც რომ დაინახოს, ეშინია.

ჩემი გამოსვლა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ადრე იყო. საბედნიეროდ, შიში ტყდება. დღეს განსხვავებული სიტუაციაა და მიხარია, რომ ზუგდიდში სიტუაცია შეცვლილია _ აქ შიში გატყდა. ჩვენი კოალიციის პრეზენტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო მუქარები ჩვენს აქტივისტებზე, ხალხი მაინც მოვიდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გუშინდელი შიშის სინდრომი დღეს აღარ არის.

_ თქვენ წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდით, შემდეგ _ სასამართლოში, 2006 წლამდე მოსამართლე იყავით. თქვენი ზუგდიდის მოსამართლეობის პერიოდში, როლანდ ახალაიას მხრიდან რამე ზეწოლის ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით?

_ პროკურატურაში 1992 წლამდე ვმუშაობდი. რაც შეეხება სასამართლოს, იქ 2000-დან 2006–მდე ვიმუშავე. ვიყავი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე და ამავე დროს რეგიონის მმართველი მოსამართლე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ზეწოლისა და დაკვეთის ფაქტებთან დაკავშირებით, არ მინდა სხვანაირად გამიგოთ _ უბრალოდ, მე ვერ გამიბედავდნენ იმას, რომ დაეკვეთათ. რაც დაპატიმრება, აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობები შემოდიოდა, 50% ვაკმაყოფილებდი. ახლა 100%-ს აკმაყოფილებენ. ყველა ხედავდა ჩემს პოზიციას. არანაირი ზეწოლა, დაკვეთა არ ყოფილა და ვერც გამიბედავდნენ.

_ რატომ ადრე არ საუბრობდან შიშის ფაქტორზე, მითუმეტეს მოსამართლე იყავით და საკმაოდ სერიოზული ბერკეტები გაგაჩნდათ ამისთვის?

_ რაც შეეხება იმ პერიოდს, ამაზე საუბარი არ შემეძლო, რადგან ეს გარკვეულწილად პოლიტიკური პოზიციაა. როცა მოსამართლე ხარ, ასეთ ნიუანსებში არ უნდა ჩაერიო. თუ ჩაერევი, მოსამართლეობაზე უნდა თქვა უარი. მე ჩავთვალე, რომ სწორი იქნებოდა, როგორც მოსამართლეს, მიმეღო კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილებები, ვიდრე პოლიტიკური განცხადებები გამეკეთებინა. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება მაიძულებს პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო. არადა, მინდა იურისტი ვიყო და ჩემი საქმიანობით დავკავდე. დღეს ისეთი ვითარებაა, არ შეიძლება, გავჩერდეთ.

_ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება გამოგიტანიათ საქართველოს სახელმწიფოს სახელით. გახსოვთ თქვენ მიერ წარმოებული საქმეები?

_ ყველა ნამდვილად არ მახსოვს, რადგან ძალიან დიდი ოდენობით მაქვს განხილული. ზუგდიდი საქმეების რაოდენობის კუთხით ძალიან დატვირთული რაიონია. აქ რეგიონული ცენტრიც არის. სხვადასხვა რაიონებიდან აქ იყრიდა საქმეები თავს. ყველა არა, მაგრამ გახმაურებული საქმეები მახსოვს.

_ 51 წლის ზაირა სვანიძის საქმე გახსოვთ? მას 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეთ ადმინისტრაციული წესით სწორედ ახალაიების გამო.

_ ახალაიების გამო?! რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ზუსტად არ მახსოვს.

_ მის ვაჟიშვილს, ზუგდიდში ერთ-ერთ თხილის ქარხანაში, რომელიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, თხილით სავსე ტონანახევრიანი ავზი დაეცა. მკურნალობა სერიოზულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რომლის ანაზღაურებაზე საწარმოს ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო. ამის შემდეგ, დაზარალებულმა პროკურატურას მიმართა, რათა დაეწყოთ მოკვლევა და საწარმოს მომხდარი ფაქტი ეღიარებინა.

დაზარალებული ორი თვე უშედეგოდ ელოდა მოკვლევის დაწყებას. პროტესტის ნიშნად, 27 წლის დაზარალებულმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურატურასთან შიმშილი დაიწყო. დილით ზაირა სვანიძე საკუთარ შვილთან იყო მისული. როცა მან პროკურატურის გამომძიებელი რევაზ თორდია დაინახა და გადაწყვიტა, მისთვის ეკითხა, როდის დაიწყებდნენ საქმეზე გამოძიებას. თორდიამ ვანიძეს პასუხის ნაცვლად, მუცელში წიხლი ჩაარტყა. თქვენ ამ ქალბატონს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეთ.

_ გადაწყვეტილება ყველამ უნდა მიღოს ინდივიდუალურად. ეს არის ძალიან სუბიექტური დამოკიდებულება. რამდენიმე ათასი შეიძლებ იყოს. თქვენ ერთ-ერთზე საუბრობთ. მე არ მახსოვს ეს ადმინისტრაციული საქმე. ეს ტრავმა ზუგდიდში მოხდა? მერე, უარი უთხრეს საწარმოო ტრავმაზე თუ?

_ დიახ და სწორედ ამიტომ დაიწყო შიმშილობა პროკურატურის შენობასთან დაზარალებულმა.

_ ე.ი. შიმშილობდა პროკურატურასთან?!

_ დიახ. ამ ქალბატონის შვილი შიმშილობდა. სწორედ შვილთან მივიდა და პროკურატურის გამომძიებელმა შეურაცხყოფა მიაყენა. თქვენ დადგენილება გამოიტანეთ და 10 დღით დაზარალებულის დედა დააპატიმრეთ. მაშინ, ამის შესახებ ბევრი დაიწერა…

_ ერთ წელიწადში 1000-ზე მეტი საქმე მაქვს განხილული. თითოეულ საქმეში, მინიმუმ, ორი მხარეა. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ათასი ადამიანია, ეს ათი ათასი და მეტი შეიძლება იყოს. ათი ათასი ადამიანიდან ერთი, ორი და ათი შეიძლება უკმაყოფილო იყოს. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია, რადგან ყველა სუბიექტურად, თავისი კუთხით უყურებს სიმართლეს. სწორი ბრძანდებით _ ის ქალბატონი, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე… შვილის ამბავი… ეს ყველაფერი მე არ მახსოვს, მაგრამ რადგან თქვენ ამას ამბობთ, აქედან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება სუბიექტურია _ მისთვის მთავარია შვილი და მისი ინტერესების დაცვა.

სამწუხაროდ, ეტყობა, ვერ აუხსნეს იმ ქალბატონს, რა გზა უნდა აერჩია. ასეთ დროს, ალბათ, საჭიროა ჩვენ სამართლებრივი გზა ვიპოვოთ. არა ქუჩა, არა ყვირილი, არა ქვის სროლა, არამედ სამართლებრივი გზა _ არსებობს ამის საშუალება. თუ უარი უთხრა გამომძიებელმა, შეიძლებოდა ათასნაირი გზებით ამის გაკეთება. საწარმოო ტრავმა ეს ადვილი საქმეა. რატომ გახდა ამის გარკვევა ასეთი რთული, ვერ ვხები.

_ კონკრეტული ფატი გაგახსენეთ, როდესაც თქვენს მიერ ახალაიების მიმართ გამოთქმული პროტესტის გამო დაისაჯა ქალბატონი. ზუსტად იგივე პროტესტს აცხადებს ახალაიების მიმართ დღეს ირაკლი ალასანია, გიორგი ალასანია და თქვენც…

_ ასეთნაირად კითხვის დასმა, ალბათ… ის, რაც იწყებოდა მაშინ… რა შემთხვევაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის დასაწყისი. შეიძლება ერთი წელი, ორი წელი რაღაც როცა ხდება, თუნდაც, ის რევოლუციური გარდაქმნები. რაღაც იმის მოლოდინში როცა ხარ, როცა უკეთესს ელოდები… შეიძლება ეს საზოგადოებრივი ცვლილებები გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. არ არის ისე ყველაფერი კარგად და ჰარმონიულად მოწყობილი, არის გარკვეული სირთულეები. მაშინ იყო დიდი მოლოდინი, რომ ყველაფერი სწორი გზით წავიდოდა და წარიმართებოდა.

იყო უხეშობები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე იყო თითქოს გამართლებული. მაგრამ შემდეგ, როცა წლები გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს სახელმწიფო ინტერესებს კი არა, კლანურ ინტერესებს ემსახურება, ეს არის უბედურება. მაშინ ჩვენ მოვტყუვდით. მეგონა, რომ რაღაცას ვაკეთებდით, მაგრამ არის ზოგჯერ ემოციური მდგომარეობა, როდესაც რაღაცის მოლოდინი გაქვს და ფსიქოლოგიურად შენი ქცევა ამ მოლოდინის შესაბამისია. შენ შეიძლება ქვეცნობიერად აკეთებდე ამას იმიტომ, რომ მოლოდინია ასეთი. სამწუხაროდ ეს ყველას ჰქონდა მაშინ.

მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ეს ყველაფერი თაღლითობაა. ალბათ, უკვე გაჩერება და ლოდინი რაღაცეებზე არ შეიძლება. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. იყო, ალბათ, ხარვეზები.

_ თქვენ რატომ თქვით უარი მოსამართლეობაზე?

_ ჩემი პოზიციის გამო. იმ პოზიციის გამო, რასაც მართლმსაჯულება ერქვა. ეს არ მოსწონდა ზოგიერთებს.

_ ზოგიერთებში ვის გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, რომელიც მოვიდა ასეთი პიარით და იმედებით. მათი მოსვლიდან გავიდა წელი და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა. სხვათაშორის, სასამართლო სისტემაში არსებულ სიმახინჯეებზე საქმის კურსში იუსტიციის საბჭო ჩავაყენე. სამწუხაროდ, ამის შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა, რადგან აღმოჩნდა მოსამართლე, რომელიც ამხელს სისტემას.

როდესაც ვისაუბრე იუსტიციის საბჭოში, ნაცვლად იმისა, რომ ჩემ მიერ მითითებული ფაქტები შეემოწმებინათ, მეორე დღეს კომისია მე გამომიგზავნეს.

_ კონკრეტულად რა ფაქტზე ისაუბრეთ იუსტიციის საბჭოში?

_ სასამართლოში შემოვიდა საქმე, გვარი არ მახსოვს. ეს იყო საშინელი საქმე მტკიცებულებების გარეშე. ე.ი. იყო ყდა და სახელი, გვარი და მუხლი ეწერა. რომ გადავშალე, არავითარი მტკიცებულება არ აღმოჩნდა _ მარტო ჩხრეკისა და ამოღების ოქმი. აღვშფოთდი _ ეს იყო სასამართლოს შეურაცხყოფა. როგორ შეიძლება ასეთი საქმე პროკურატურამ გამოაგზავნოს სასამართლოში? ადრეც იყო პატარ-პატარა ფაქტები, მაგრამ იყო მოლოდინი იმისა, რომ ეს დასრულდებოდა. ასეთი საქმე რომ შემოვიდა, საბჭოში განვაცხადე. ველოდი, მხარდაჭერა იქნებოდა. ამის ნაცვლად, კომისია მოვიდა და ჩემი შემოწმება დაიწყო.

_ ვის მიმართეთ წერილობით იუსტიციის საბჭოში კონკრეტულად?

_ წერილობით არ მიმიმართავს. საბჭოს მდივანთან, პალიკო კუბლაშვილთან ვიყავი. მაშინ პალიკო კუბლაშვილი იყო მდივანი. ნახევარი საათი სერიოზულად ვისაუბრეთ. ველოდი, რომ შედეგი იქნებოდა, მაგრამ შედეგის ნაცვლად მივიღე სულ სხვა რამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18 თებერვალი, 2026

როგორ ემზადება "ქართული ოცნება", რამდენ ადამიანს ელოდებიან 27 მაისს და რას დააკვირდება ამერიკა

"ივანიშვილისა და "ნაცმოძრაობის" დაპირისპირება პოლიტიკური ფარსი და თამაშია!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო