“ძალიან რთული კითხვაა. მისი ყველაზე ახლო გარემოცვაც კი ვერ მოახერხებს გათვალოს, თუ რას მოიმოქმედებს სააკაშვილი. რთული გასათვლელი კაცია. მე ძალიან მიჭირს ამაზე ანალიზის გაკეთება. ერთს ვიტყვი _ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამ პროცესებს უკვე ვერავინ შეაჩერებს და შემოაბრუნებს. ღმერთმა ქნა, მოვახერხეთ და მოვედით დღემდე. დღეიდან, ამ პროცესების შეუქცევადობაში, მე ვისაც გინდათ, იმას შეგეკამათებით და დაგიმტკიცებთ. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სურს ქართველ ხალხს. ხალხმა მოახერხა, ეჩვენებინა ერთად დგომის მუხტი. გაძლიერდნენ, გამოვიდნენ, ჩვენ ნდობა მოვიპოვეთ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს მოსახლეობას სურს. სააკაშვილის ხასიათზე უკვე არაფერია დამოკიდებული. ახლა ერთ უბედურებაში არიან, მოაწერონ ხელი, მომანიჭონ მოქალაქეობა თუ იმ კონსტიტუციას მოაწეროს ხელი?! მაგათთვის ორივე ცუდია. ცუდსა და უარესს შორის დარჩათ არჩევანი. ჩემთვის სულერთია, გინდა კონსტიტუციას მოაწეროს ხელი, გინდა მოქალაქეობაზე მევაჭროს. ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე დაწყებულ საქმეს. ქართველი ხალხი შემოდგომაზე დაემშვიდობება მოძალადე სააკაშვილს.
თუ გინდათ, ეშმაკის სახელზე დავწერ განცხადებას თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება. რაც ვთქვი, მე ყველაფერს გავაკეთებ. ისე მოვიქცევი, როგორც დაგპირდით”.