ლიხაურელები ტელეფონით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ილია ვაშაყმაძესაც ესაუბრნენ და შესთავაზეს, გზაზე ე.წ. “ბუგორები”, სიჩქარის შენელების მანიშნებელი საგზაო ნიშნები განთავსდეს.
გამგებლის თქმით, ამგვარი მექანიზმები პროექტით გათვალისწინებული არ არის; თანაც ილია ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ ამას შესაძლოა უარესი შედეგი მოჰყვეს; კერძოდ, მძღოლმა ვერ გაითვალისწინოს წინაღობის არსებობა და დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ამოყირავდეს…
ვაშაყმაძემ მოსახლეობას, ქვეითად მოსიარულეებს ურჩია პირველ ხანებში მაინც, მოერიდონ, განსაკუთრებით კი ბავშვები მოარიდონ სავალ ნაწილს, შემდეგ კი, მისის თქმით, ხშირი პატრულირება საფრთხეს მინიმუმამდე დასწევს.
ნინო ხმელიძე, ლიხაურის მედია წიგნიერების ცენტრი