მონაცემები საერთოდ არ იძებნება აღნიშნულ ქსელში, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მისი პროფილი გატეხეს.
მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ის ამჯერადაც ვერ ახერხებს შევიდეს თავისი მონაცემებითა და პაროლით პირად გვერდზე.
იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სოციალური ქსელით, პარტიის თავმჯდომარე მიმართავს, რომ ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან წერილი, ან რაიმე სახის შეტყობინება, რაც შეიძლება მანანა კობახიძის სახელით მიუვიდეთ, მას არ ეკუთვნის.
“ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა Facebook-ში და ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა წერილებს საკუთარ პრობლემებზე. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, მათ ვპასუხობდი და ეს იყო ადამიანებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი წყარო. დღეს, ჩემი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ქსელში აღარ ვიყავი და ჩემი სახელი და გვარი საერთოდ აღარ არსებობს. ამიტომ, იმ ადამიანებს, რომლებიც გაწევრიანებულები არიან Facebook-ში, მინდა ვაცნობო, რომ თუ ჩემი სახელით რაიმე წერილი ან ინფორმაცია, ან შეტყობინება მიუვათ, ან ამ ქსელზე ჩემი სახელით რაიმე განცხადება გავრცელდება, იცოდნენ, რომ ეს მე არ მეკუთვნის”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ხომ არ აქვს რაიმე ვერსია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მანანა კობახიძემ განაცხადა: “ვფიქრობ, ეს იმათი გაკეთებულია, ვისაც ჩვენი გუნდის და ჩემი აქტივობა არ მოსწონს, მაგრამ ძალიან სასაცილოდ მეჩვენება მათ მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებები. როგორც ჩანს, ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა აქაც არ აძლევთ მოსვენებას. სხვა თუ აღარაფერი დარჩენიათ, გასაგებია რა დღეშიც არიან”, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.