“გურია ნიუსი” ინფორმაციის დასაზუსტებლად ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო რამაზ, “გურია ნიუსიდან” გაწუხებთ, თქვენზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიაში მოყევით და საავადმყოფოში ხართ მოთავსებული. რამდენად შეეფერება სიმართლეს თქვენზე გავრცელებული ინფორმაცია?
_ გაინტერესებთ რომელ საავადმყოფოში ვარ და უნდა მინახულოთ “გურია ნიუსმა”?! სამსახურის ნომერს გეტყვით, დამირეკეთ, კაბინეტში ვარ, დარწმუნდებით რომ აქ ვარ და არ ვარ საავადმყოფოში. სამსახურში ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. ვემსახურები გურიას და “გურია ნიუსსაც” მათ შორის. გმადლობთ, რომ ჩემზე დარდობთ.