როგორც მესხია შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სასამართლო პროცესზე უპრობლემოდ შეუშვეს, მაგრამ ინციდენტი სხდომის შემდეგ მოხდა:
_ როგორც წესი, შეამოწმეს ჩემი ჩანთა, დეტექტორითაც პირადად შემამოწმეს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩანთამ სკანირება გაიარა. თუმცა, გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით ათმა მანდატურმა მომთხოვა, რომ შევსულიყავი ცალკე ოთახში, სადაც ჩანთა დამაცლევინეს, დიქტოფონზე არსებული ყველა ჩანაწერი შეამოწმეს, შემდეგ კი ფოტოაპარატში ნახეს ყველა ფოტო, _ აღნიშნავს მესხია.
ჩვენი კორესპონდენტის თქმით, მიუხედავად პროტესტისა, რომ მანდატურებს ამის უფლება არ ჰქონდათ, მისი პირადი ნივთები სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობაშივე დეტალურად იქნა შესწავლილი, ხოლო კითხვაზე, რისთვის იყო საჭირო ამგვარი დეტალური შემოწმება, მანდატურები ცინიკურად პასუხობდნენ, რომ შესაძლებელია ჟურნალისტს ჩანთაში “ბომბიც კი ჰქონოდა”!
აღნიშნულ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს _ მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
რისთვის დასჭირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამგვარი ქმედება, ამ ეტაპზე, უცნობია. “გურია ნიუსი” დეტალებს ადგენს და უახლოეს ინფორმაციის ამის შესახებ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.